სტეროიდების მიღება ტვინისთვის სახიფათოა — კვლევა
ახალი კვლევების მიხედვით, სტეროიდები — როგორც ბოდიბილდინგისთვის გამოყენებული, ასევე ისეთები, რომლებიც ინიშნება ასთმისა და ალერგიის საწინააღმდეგოდ, საკმაოდ საშიშია ტვინის ჯანმრთელობისთვის.
არ არის გასაკვირი სპორტსმენების რჩეული ანაბოლურ-ანდროგენული სტეროიდები, რომლებიც გამოიყენება კუნთების გასაძლიერებლად, თუ სიბრაზისა და აგრესიის ზრდას გამოიწვევს. მსგავსი სტეროიდები ერთგვარი სინთეზური ტესტოსტერონის ბომბებია. ამასთან, სტეროიდებს აქვთ ნეიროფსიქიატრიული გვერდითი ეფექტების ისტორია.
კოგნიტური და ქცევითი პრობლემების დიაპაზონი, რომლებიც დაკავშირებულია როგორც ანაბოლურ-ანდროგენებთან, ასევე მათ რეგულარულად დანიშნულ გლუკოკორტიკოიდებთან, რიგ შემთხვევებში საშიშია. საბოლოო ჯამში, შეიძლება წარმოიქმნებოდეს სიგნალები, რომლებიც ჩვენს ტვინზე ცუდად იმოქმედებს.
თუმცა, ნეიროფსიქიატრიული ეფექტები, რომლებიც დაკავშირებულია ამ ორ სხვადასხვა ტიპის სტეროიდთან განსხვავდება. საუბარია ბოდიბილდინგის და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებზე. რაც ლოგიკურია, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი მუშაობენ ჰორმონების სხვადასხვა ჯგუფზე.
პირველი, ანაბოლურ-ანდროგენული სტეროიდები, მტკიცედ არის დაკავშირებული ნაკლებ ემპათიასთან, ძალადობასთან და ცუდი, იმპულსური გადაწყვეტილების მიღებასთან. ერთმა მნიშვნელოვანმა ახალმა კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ Scientific Reports-ში, აჩვენა, რომ 492 ბოდიბილდერიდან, სტეროიდების გამოყენების შემთხვევაში ორჯერ გაიზარდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების განვითარების შანსები. მეტიც, ისინი უფრო აქტიურად იყვნენ დაკავშირებული რისკის შემცველ ქმედებებთან და გამოირჩეოდნენ აგრესიით.
რაც მთავარია, ეს იყო მხოლოდ ქცევითი კვლევა — ის ადგენდა ნათელ კავშირს, მაგრამ არ შესწავლილა ის თუ რა იწვევდა ტვინში ამ ეფექტებს.
მეორეს მხრივ, ანთების საწინააღმდეგო, იმუნოსუპრესიული გლუკოკორტიკოიდების გრძელვადიანი მოხმარება დაკავშირებულია ნეიროფსიქიატრიულ ეფექტებთან, როგორიცაა შფოთვა, დეპრესია და მანია. ეს არ არის სიახლე — სამედიცინო დაწესებულებებმა დიდი ხანია აღიარეს მსგავსი გვერდითი მოვლენები.
და მიუხედავად იმისა, რომ მათ, ვინც ზემოხსენებული პრეპარატების კვლევა ჩაატარეს, მხოლოდ ქცევითი კავშირი შეისწავლეს, ცალკეულმა კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა British Medical Journal-ში გასულ თვეში, დაადგინა, რატომ განიცდიან მომხმარებლები ნეიროფსიქიატრიულ პრობლემებს. კონკრეტული კვლევის მიღმა მეცნიერებმა სტეროიდების გრძელვადიანი გამოყენება ტვინის გარკვეული უბნების შემცირებას დაუკავშირეს.
"ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ როგორც სისტემური, ასევე ინჰალირებული გლუკოკორტიკოიდები ასოცირდება თეთრი ნივთიერების მთლიანობის აშკარა შემცირებასთან. რაც ნაწილობრივ შეიძლება ეფუძნებოდეს ნეიროფსიქიატრიულ გვერდით ეფექტებს, რომლებიც ფიქსირდება სტეროიდების მომხმარებლებში", — ნათქვამია კვლევაში.
ერთია როდესაც სტეროიდებს ვიღებთ კუნთების გასაზრდელად და ეს ძირითადად ადამიანის პირადი არჩევანია, მაგრამ მეორეა შემთხვევა, როდესაც გლუკოკორტიკოიდები ინიშნება. სტეროიდების ხანგრძლივ გამოყენებასთან დაკავშირებული ტვინის ანომალიების შემდგომი შესწავლა შეიძლება იყოს თამაშის შემცვლელი სამედიცინო სფეროსთვის და არ არის გამორიცხული დაგვჭირდეს ალერგიისა და ასთმის მკურნალობის ახალი გზების მოძიება. საბოლოო ჯამში, საფუძვლიანია, რომ ამ კვლევებმა ბევრი რამ გამოავლინოს ტვინის ენდოკრინული სისტემის შესახებ.
კომენტარები