შეიმუშავეს სისხლის ტესტი, რომელიც კიბოს ადრეულ სტადიაზე ავლენს
მასშტაბური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კიბოს წინააღმდეგ ბრძოლას შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი ახალი იარაღი: უბრალო სისხლის ტესტი, რომელსაც შეუძლია აღმოაჩინოს კიბოს მრავალი ტიპი, სიმპტომების გამოჩენამდე.
Pathfinder-ის კვლევა, რომელშიც 50 წელზე უფროსი ასაკის 6 600 ზრდასრული იყო ჩართული, სისხლის ტესტით კიბოს გამოვლენის შედეგებს იკვლევდა. შედეგად ტესტმა სახელწოდებით Galleri აღმოაჩინა კიბო ისეთ პირობებში, სადაც სხვა ტესტები მას ვერ აფიქსირებდნენ. GRAIL-ის მიერ შემუშავებული ეს ტესტი, საშუალებას მოგვცემს გამოვავლინოთ კიბო ადრეულ ეტაპზე, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მისი მკურნალობა ყველაზე მარტივია.
I და II სტადიაზე გამოვლენილ კიბოს მნიშვნელოვნად მაღალი გადარჩენის მაჩვენებელი აქვს. შესაბამისად, მათ ადრეულ დიაგნოსტიკას ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ინსტრუმენტად აქცევს მსოფლიოში 10 მილიონი კიბოთი სიკვდილის თავიდან ასაცილებლად.
მთლიანი ნიმუშიდან ტესტმა აღმოაჩინა კიბო მოხალისეთა დაახლოებით 1 პროცენტში. აღსანიშნავია, რომ აღმოჩენილია კიბოს ისეთი სახეობები, რომლებისთვისაც არ არსებობს ამჟამინდელი სკრინინგის მეთოდები. ეს უმნიშვნელოვანესია და კიბოს დამარცხების მხრივ უმძლავრესი ინსტრუმენტია!
რაც შეეხება კიბოს იმ ვარიანტებს, რომელთა დაფიქსირება სხვა მეთოდებითაც შეიძლება, განსხვავება აქაც ძალიან დიდია.
"სტანდარტულ მეთოდთან შედარებით ახლად შემუშავებული სისტემა ბევრად ეფექტიანია. ეს მოიცავდა ღვიძლის, წვრილი ნაწლავისა და საშვილოსნოს I სტადიის კიბოს და პანკრეასის, ძვლებისა და ოროფარინგეალური II სტადიის კიბოებს", — თქვა ექიმმა ჯეფრი ვენსტრომმა, GRAIL-ის მთავარმა სამედიცინო ოფიცერმა.
საბოლოოდ, კიბოს დადგენის ახალ მეთოდს 97 პროცენტიანი სიზუსტე ჰქონდა, რაც მაღალი მაჩვენებელია სტანდარტულ სკრინინგთან შედარებით.
"ყოველწლიურად ჩვენ ვკარგავთ 600 000-ზე მეტ ადამიანს კიბოს გამო და ეს მხოლოდ აშშ-ში. სამწუხაროდ, კიბოს მსხვერპლი გაიზრდება დემოგრაფიულ ტალღასთან ერთად, რადგან ასაკის მატებასთან ერთად იზრდება ნებისმიერი კიბოს განვითარების აბსოლუტური რისკი", — თქვა დოქტორმა ჯოშ ოფმანმა, GRAIL-ის პრეზიდენტმა, განცხადებაში.
ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება კიბოს კიდევ უფრო ადრე გამოვლენის ტექნოლოგიები. მსგავსი მეთოდი უმნიშვნელოვანესია და ის შეიძლება იქცეს კიბოსთან ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად.
კომენტარები