Jacobs University Bremen — განათლების საერთაშორისო გამოფენაზე
ფოტო: LEAF
განათლების ცენტრის ორგანიზებითა და ესპანურ IE University-თან, ამერიკულ The Academy of Mathematics and Science-სა და ამერიკულ უნივესიტეტ The Global American University, Schiller-თან თანამშრომლობით 2022 წლის 8 ოქტომბერს, 12:00-დან 17:00 საათამდე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 20 უნივერსიტეტს 18 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები. გამოფენაზე ასევე იქნებიან LEAF-ის კონსულტანტები. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF არის 150-ზე მეტი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი საქართველოში.
ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ, პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან საინტერესო კითხვები. გამოფენაზე, ასევე, იქნებიან LEAF-ის კონსულტანტები. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF არის 150-ზე მეტი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი საქართველოში.
განათლების გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ბმულზე: https://logos.edu.ge/leaf/
Jacobs University არის კერძო უნივერსიტეტი ქალაქ ბრემენში, გერმანიაში, რომელიც 2001 წელს დაარსდა. ის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია მსოფლიოს მასშტაბით. უნივერსიტეტში 1 500-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს 110-მდე ქვეყნიდან.
პატარა ჯგუფებში სწავლა ეხმარებათ სტუდენტებს პერსონალური ურთიერთობა ჰქონდეთ პროფესორებთან და ჰყავდეთ ისინი პირად მენტორებად. სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულები კვლევით პროექტებში პირველივე კურსიდან.
მეცნიერების ბაკალავრის კუთხით სტუდენტებს აქვთ საშუალება, რომ ისწავლონ: მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ინჟინერია, მენეჯმენტი და სხვა.
მედიცინის მიმართულებით: ბიოქიმია და მოლეკულური ბიოლოგია, ქიმია და ბიოტექნოლოგიები, ფიზიკა, გარემოს დაცვითი მეცნიერებები და სხვა.
ხელოვნებისა და მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხის მიმართულებით შეთავაზებული პროგრამებია: გლობალური ეკონომიკა და მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრაცია, მედია და პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია და სხვა.
მეცნიერებათა მაგისტრატურის საფეხურზე უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ფსიქოლოგიას, Data Science, Data Engineering, Supply Chain Management, ხოლო ხელოვნებათა მაგისტრატურის ხარისხით, საერთაშორისო ურთიერთობებს.
ფოტო: LEAF
სტუდენტებს, ასევე, შეუძლიათ დოქტორანტურის ხარისხის მოპოვება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკის, ინჟინერიის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით.
საბაკალავრო საფეხურზე სწავლის წლიური გადასახადია 20 000 ევრო, ხოლო საცხოვრებელ ხარჯებთან ერთად მთლიანი საფასური 28 650 ევროა.
მაგისტრატურის საფეხურზე პროგრამების — Data Science, Data Engineering, Supply Chain Management — წლიური საფასურია 20 000 ევრო. ფსიქოლოგიის მიმართულებით წლიური ღირებულებაა 10 000 ევრო, ხოლო საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა უფასოა, რადგანაც ეს არის გაერთიანებული პროგრამა ბრემენის უნივერსიტეტთან.
სტუდენტებს აქვთ საშუალება მიიღონ სხვადასხვა რაოდენობის დაფინანსება — საბაკალავრო დონეზე 5 000 ევრო ყოველწლიურად, ხოლო სამაგისტრო საფეხურზე 3 000 ევრო. მათ, ასევ,ე შეუძლიათ, ისარგებლონ სტუდენტური სესხით და დამატებითი თანხის გამოსამუშავებლად დასაქმდნენ კამპუსზე სხვადასხვა პოზიციაზე.
განათლების საერთაშორისო გამოფენა სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში 8 ოქტომბერს შუა დღის 12 საათიდან საღამოს 5 საათამდე გაიმართება და იქ უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გასაუბრება იქნება შესაძლებელი. შეგიძლიათ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე: https://logos.edu.ge/leaf/
LEAF-ის პარტნიორია ცნობილი ბრიტანული კომპანიის QS (Quacquarelli Symonds) საუნივერსიტეტო განაცხადების პლატფორმა QS Student Apply. თანამშრომლობის ფარგლებში საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ მარტივი სააპლიკაციო პროცედურით გააგზავნონ განაცხადები დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, ევროპის, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის პარტნიორ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.
-
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო
გადახედვა
-
OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ
გადახედვა
-
კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს
გადახედვა
-
ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის
გადახედვა
-
სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს
გადახედვა
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა
გადახედვა
-
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
გადახედვა
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს
გადახედვა
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება "მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
კომენტარები