Artemis 1-ის გაშვების თარიღი ცნობილია
ამ მისიის ფარგლებში ნახევარსაუკუნოვანი შესვენების შემდეგ ადამიანი მთვარეზე დაბრუნდება
ორშაბათს ჩავარდნილი გაშვების შემდეგ NASA "არტემის 1-ის" გაშვების მორიგი ცდისთვის ემზადება. გეგმის მიხედვით, მისია დაიწყება 3 სექტემბერს, თბილისის დროით 22:17 საათზე. გაშვების ფანჯრის პერიოდი იქნება 2 საათი. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, ეს NASA-ს კოსმოსური ხომალდი ორიონისა და მსოფლიოს ყველაზე მძლავრი რაკეტის, Space Launch System-ის (SLS), პირველი გაფრენა იქნება.
ორშაბათის გაშვება ჩაიშალა, რადგან რაკეტის ერთ-ერთი ძრავა, ძრავა #3, საჭირო ტემპერატურამდე (-250 °C) ვერ გაცივდა. ათვლა რაკეტის გაშვებამდე 40 წუთით ადრე შეაჩერეს, რათა ინჟინრებს პრობლემა მოეგვარებინათ და რადგანაც იმავე დღეს მოგვიანებით შტორმიც იყო მოსალოდნელი, ამიტომ გაშვება გადადეს.
ახლა სააგენტო ყველაფერს აკეთებს, რათა იგივე არ განმეორდეს. ამინდიც ფლორიდაში შაბათს მთელი დღის მანძილზე საკმაოდ კარგია. მისიის ფარგლებში SLS უეკიპაჟო ორიონის კაფსულას მთვარეზე გაუშვებს, რომელიც თავისი 42-დღიანი ფრენის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდება. ამ გაშვებას ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს, რადგან ის გამოსცდის იმ ახალ ტექნოლოგიას, რომლითაც მალე ადამიანი მთვარეზე დაბრუნდება.
გაეცანით ასევე: NASA-მ Artemis 1-ის მისია მთვარეზე ბოლო წამს გადადო — გაიგეთ, რა მოხდა
კომენტარები