სტარტაპი ორბიტაზე კოსმოსური ხომალდებისთვის ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას გეგმავს
საწვავის ფასი ორბიტაზე კოსმოსური სიმაღლის იქნება
კოსმოსური ინფრასტრუქტურის სტარტაპი Orbit Fab გეოსტაციონარულ ორბიტაზე (წრიული ორბიტა, რომელიც განლაგებულია დედამიწის ეკვატორზე (0 განედი) 35 786 კმ სიმაღლეზე) კოსმოსური ხომალდებისთვის ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას გეგმავს.
SpaceNews-ის მიხედვით, ამ კვირაში კომპანიამ განაცხადა, რომ 2025 წლისთვის ისინი გეოსტაციონარულ ორბიტაზე საწვავის ჩასასხმელ სატელიტურ მომსახურებას შესთავაზებენ.
ამგვარად, ეს ინოვაცია თანამგზავრებსა და კოსმოსურ ხომალდებს კოსმოში მეტი დროის გატარების საშუალებას მისცემს, რაც, ერთი მხრივ, მათი შენახვის ვადას გაზრდის და, მეორე მხრივ, ორბიტაზე კოსმოსური ნაგვის რაოდენობას შეამცირებს.
რა დაჯდება თანამგზავრში საწვავის ჩასხმა? 100 კგ. ჰიდრაზინზე, საწვავზე, რომელსაც გეოსტაციონარული სატელიტეები იყენებენ, დაახლოებით $20 მილიონი დაჯდება.
თანამგზავრების საწვავით უზრუნველყოფისთვის კომპანია გეგმავს ორბიტაზე საწვავის საცავი გაგზავნოს, რომელიც "მომსახურების ხაზზე", ანუ გეოსტაციონარულ ორბიტაზე 300 კილომეტრ სიმაღლეზე იქნება.
ეს სადგურები კოსმოსურ ხომალდებს საშუალებას მისცემენ, გაჩერდნენ და საწვავი ჩაისხან. SpaceNews-ის მიხედვით, Orbit Fab-ის ცალკეული კოსმოსური ხომალდებიც შეძლებენ თანამგზავრებისთვის საწვავის მიწოდებას — ეს იმ შემთხვევაში, თუ ისინი კომპანიის სწრაფად მიმაგრებადი სითხის გადაცემის ინტერფეისით არიან აღჭურვილნი (Rapidly Attachable Fluid Transfer Interface (RAFTI), რომელიც ჯერ ბევრ სატელიტს არ აქვს.
ჯერემი შილი, კომპანიის თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ კოსმოსური საცავი ფაქტობრივად მზადაა. ახლა კომპანია მუშაობს საწვავის მიმწოდებელ რაკეტაზე, რომელმაც საწვავი ორბიტაზე უნდა მიიტანოს.
საბოლოოდ, კომპანია გეგმავს, საკუთარი მომსახურება გეოსტაციონარულზე დაბლა მდებარე ორბიტებზეც გაავრცელოს.
კომენტარები