არქტიკა ოთხჯერ უფრო სწრაფად თბება, ვიდრე პლანეტის სხვა ნაწილები — კვლევა
ახლა დედამიწა დაახლოებით 1,1 გრადუსი ცელსიუსით უფრო თბილია, ვიდრე ის იყო ინდუსტრიული რევოლუციის დასაწყისში. თუმცა, დათბობა არ ყოფილა ერთგვაროვანი, ზოგიერთ რეგიონში ეს გაცილებით დიდი ტემპით ხდება. ერთ-ერთი ასეთი რეგიონია არქტიკაა.
ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ბოლო 43 წლის განმავლობაში არქტიკა თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად თბება, ვიდრე დანარჩენი მსოფლიო. ეს ნიშნავს, რომ ახლა არქტიკა საშუალოდ 3 გრადუსით თბილია, ვიდრე 1980 წელს იყო.
ეს საგანგაშოა, რადგან არქტიკა შეიცავს კლიმატის მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლებიც, გლობალური დათბობის მხრივ სახიფათოა.
რატომ თბება არქტიკა ასე სწრაფად?
ამის მიზეზი ზღვის ყინულშია. ეს არის ზღვის წყლის თხელი ფენა (ჩვეულებრივ, 1-დან 5 მეტრამდე სისქით), რომელიც ზამთარში იყინება და ზაფხულში ნაწილობრივ დნება.
ზღვის ყინული დაფარულია თოვლის ფენით, რომელიც მზის გამოსხივების 85%-ს უკან კოსმოსში აბრუნებს. პირიქით ხდება ღია ოკეანის შემთხვევაში. როგორც პლანეტის ყველაზე ბნელი ბუნებრივი ზედაპირი, ოკეანე მზის რადიაციის 90%-ს შთანთქავს.
როდესაც წყალი ყინულით არის დაფარული, არქტიკული ოკეანე მოქმედებს როგორც დიდი საბანი, რომელიც ამცირებს მზის რადიაციის შეწოვას. ზღვის ყინულის დნობისას, შთანთქმის სიჩქარე იზრდება, რაც იწვევს უკუკავშირის ციკლს, სადაც ოკეანის დათბობის სწრაფი ტემპი კიდევ უფრო აძლიერებს ზღვის ყინულის დნობას. საბოლოოდ ეს ხელს უწყობს ოკეანის კიდევ უფრო სწრაფ დათბობას.
ეს უკუკავშირის ციკლი დიდწილად პასუხისმგებელია ამ დაჩქარებულ დათბობაზე და ხსნის იმისა, თუ რატომ თბება არქტიკა ასე უფრო მეტად, ვიდრე დანარჩენი პლანეტა.
აქამდე ითვლებოდა რომ არქტიკა 2,5-ჯერ უფრო სწრაფად თბებოდა, ვიდრე დედამიწის სხვა ნაწილები, თუმცა, ახლა ახალი კვლევა გვეუბნება, რომ განსხვავება ბევრად მეტია.
შემდეგი პოდკასტი: გლობალური დათბობა — როგორ იცვლება კლიმატი
ექსპერტების თქმით, ეს საგანგაშოა და საჭიროა შემდგომი კვლევები რათა ზუსტად გავარკვიოთ თუ რამდენად სწრაფად თბება არქტიკა და რა შეგვიძლია ამ პროცესების შესაჩერებლად.
კომენტარები