შექმნეს მცურავი ფოთოლი, რომელიც მზის სხივების ენერგიას საწვავად გადააქცევს
გამოიგონეს ხელოვნური ფოთოლი, რომელიც მზის სინათლეს იყენებს, რათა მზის საწვავის (სინთეტიკური ქიმიური საწვავი, რომელსაც მზის ენერგიისგან იღებენ) ინგრედიენტები წარმოქმნას. ფოთოლი საკმარისად მსუბუქია, რათა წყალზე იტივტივოს. რამდენადაც ხმელეთზე მზის პანელების დასამონტაჟებელი ადგილების ნაკლებობაა, ამიტომ ის მზის ენერგიის ათვისების ძალიან კარგ ალტერნატივას წარმოადგენს.
მზის საწვავის უჯრედები მზის სხივის ენერგიას იყენებენ, რათა ხელი შეუწყონ ქიმიკურ რეაქციებს რომელთა შედეგადაც საწვავი წარმოიქმნება. ეს არ უნდა აგვერიოს ფოტოელექტრომამოძრავებელ უჯრედებში, რომლებიც მზის სხივისგან ენერგიას აგენერირებენ. მკვლევრებს დიდი ხანია, სურდათ მცენარეებში ფოტოსინთეზის იმიტირება და ნახშირორჟანგის, წყლისა და მზის სხივის გამოყენებით საწვავის წარმოქმნა. თუმცა არსებული ტექნოლოგიით ეს ან არასაკმარისი იყო, ან იმდენად მძიმე, რომ ის უნდა დამონტაჟებულიყო ხმელეთზე, სადაც ადგილი შეზღუდულია.
ერვინ რაიზნერმა და მისმა გუნდმა კემბრიჯიდან განავითარეს მზის საწვავის უჯრედი, რომელიც perovskite-სგან, ერთგვარი კრისტალისგან შედგება, რომელსაც მზის სხივის დაჭერა შეუძლია. უჯრედი წყალბადისა და ნახშირბადის მონოოქსიდის ბუშტუკებს წარმოქნის, რომლებიც ერთმანეთთან შერევით წარმოქნის სინთეტიკური აირის საწვავს.
"ეს თავის სახეობაში პირველი მზის საწვავია", — თქვა რაიზნერმა. "რა თქმა უნდა, ფოტოელექტრომამოძრავებლების განვითარებაში მნიშვნელოვანი წინსვლაა და მეცნიერები უკვე ამ უჯრედების მცურავ ფერმებზე მუშაობენ; ჩვენც ვიფიქრეთ, რომ მსგავსი შეიძლება, მზის საწვავის შემთხვევაშიც გაკეთდეს."
პროტოტიპი ხელსაწყოს ფართობი 10 კვადრატული სანტიმეტრია, ხოლო სისქე ერთი მილიმეტრი. საცდელი ექსპერიმენტისას მან წყალბადი 0,58 პროცეტიანი ეფექტურობით, ხოლო ნახშირბადის მონოოქსიდი 0,0053%-იანი ეფექტურობით წარმოქმნა. გრამების დონეზე შედარებით ის ძალიან ჰგავს მზის საწვავის ტექნოლოგიებს და, როგორც რაიზნერი ამბობს, ზოგიერთ მცენარესაც კი.
წარმოების პროცესი, რომელიც გულისხმობს ინდიუმსა და კალათი დაფარულ პოლიესტერზე perovskite-ის თხელი ფენის დატანას, ძალიან მარტივია, ამბობს რაიზნერი, თუმცა პრობლემები ჯერ კიდევ არის. იმისათვის, რომ ის კომერციულად გამოყენებადი იყოს, საჭიროა, რომ ეფექტურობა 10%-ს უახლოვდებოდეს. ამას გარდა, პროტოტიპში გამოყენებული მასალა წყლისთვის პოტენციურად დამაბინძურებელი შეიძლება, იყოს.
რაიზნერი და მისი გუნდი ჯერ კიდევ მუშაობენ მეთოდზე, რომ გაზის ბუშტულაკები შეაგროვონ და იმედოვნებენ, რომ ეს ფოთოლი კომერციული ხელსაწყოების კარგი წინაპირობა გახდება.
ინოვაცია ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები