გაეროს პროგნოზი: მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა მალე 8 მილიარდს მიაღწევს
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უახლესი პროგნოზის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა 8 მილიარდს 2022 წლის 15 ნოემბერს მიაღწევს. უწყებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2030 წლისთვის სავარაუდო მაჩვენებელი 8.5 მილიარდი იქნება, 2050 წლისთვის — 9.7 მილიარდი, ხოლო 2100-ში კი — უკვე 10.4 მილიარდი.
მართალია, ამის შესახებ ცნობები 2022 წლის ივლისშიც გაჟღერდა, თუმცა The Wall Street Journal უკვე მკაფიოდ აღნიშნავს, რომ მოსახლეობის რაოდენობა დამრგვალებულ 8 მილიარდს დღე-დღეზე მიაღწევს, ეს კი არსებითად გარდაუვალია.
მართალია, გაეროს აზრით, 10 მილიარდიან მაჩვენებელს თანდათანობით გადავკვეთთ, თუმცა The Wall Street Journal სხვა მოსაზრებას გვთავაზობს — ვიტგენშტაინის დემოგრაფიული ცენტრის დამაარსებელი ვოლფგანგ ლუცი ფიქრობს, რომ უკეთეს განათლებასა და ცხოვრების ხარისხის ზრდას გლობალური შობადობის მაჩვენებლის მნიშვნელოვნად შემცირება შეუძლია.
"ორი მნიშვნელოვანი შეკითხვაა", — აცხადებს ლუცმა — "პირველი, რამდენად სწრაფად შემცირდება შობადობა აფრიკაში... მეორე კი ჩინეთსა და ძალიან დაბალი შობადობის მქონე ქვეყნებს უკავშირდება — იმას, აღიდგენენ თუ არა უწინდელ მაჩვენებელს და რამდენად სწრაფად".
თავისთავად, მოსახლეობის ზრდას არაერთი პრობლემის გამოწვევა შეუძლია, საყოფაცხოვრებო რესურსების ნაკლებობა იქნება ეს თუ ეკოლოგიური დეგრადაცია, თუმცა დემოგრაფი საქმეში ადამიანთა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს.
"მოსახლეობის საერთო რაოდენობა, საბოლოო ჯამში, უაზრო მაჩვენებელია", — დასძენს ის — "გააჩნია, რისი გაკეთება შეუძლიათ ადამიანებს, რა უნარები აქვთ და საკმარისი არის თუ არა საკვები".
კომენტარები