აშშ-ის საჰაერო ძალებში სამხედრო წვრთნებს გაფართოებული რეალობის ჩაფხუტებით გაივლიან
"ეს ზუსტად ის მეთოდია, რომლითაც მომავალში მფრინავებს გადავამზადებთ"
სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის ფილმების მსგავსად ამერიკის საჰაერო შეიარაღებული ძალების მფრინავებმა სამხედრო წვრთნებისას დაიწყეს აუგმენტური (გაფართოებული) რეალობის ჩაფხუტების მორგება.
"უკეთ, უფრო სწრაფად და იაფად", — უთხრა Washington Post-ს დანიე რობინსონმა, აუგმენტური რეალობის კომპანიის CEO-მ. "ეს ზუსტად ის მეთოდია, რომლითაც მომავალში მფრინავებს გადავამზადებთ".
აუგმენტური რეალობის დახმარებით, საჰაერო ძალების მფრინავები ბოლო ერთ წელიწადში ჩინეთსა და რუსეთში დამზადებული მოწინავე რეაქტიული თვითმფრინავების წინააღმდეგ ივარჯიშებენ.
ხელოვნური ინტელექტის მიერ ჩაფხუტის ეკრანზე ნაჩვენები სილუეტები ზუსტად ემთხვევა იმას, რასაც მფრინავები რეალურ პირობებში დაინახავენ. ეს სამხედრო წვრთნების ხარჯებს ძალიან შეამცირებს.
ამას გარდა, ეს საკუთრივ მფრინავებისთვისაც ძალიან უსაფრთხოა.
პირველად მსგავსი აუგმენტური რეალობის ჩაფხუტი 2020 წელს F-22-ის ვეტერანმა მფრინავმა მოირგო. ამ წვრთნამდე ერთი თვით ადრე კომპანია EpiSci-მ შექმნა ვირტუალური ოპონენტი რეაქტიული თვითმფრინავი, რომელიც იმდენად კარგად იყო დაპროგრამებული, რომ ერთ-ერთ სიმულაციაში ადამიანი-მფრინავიც კი დაამარცხა.
კომენტარები