შემდეგი პოდკასტი: ჯეიმს ვების პირველი ფოტოები — რა დავინახეთ
კაცობრიობას ახალი თვალი აქვს და ეს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპია!
ვები 2021 წლის 25 დეკემბერს გაეშვა და ის 100-ჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე ჰაბლის ტელესკოპი. მისი შექმნა კაცობრიობას დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი დაუჯდა და ამისთვის 16 წელზე მეტი იყო საჭირო.
ტელესკოპის მისია ისეთივე ფართოა როგორც სამყარო. მეცნიერების თქმით, ეს ასტრონომიაში სრულ რევოლუციას მოახდენს და შეიძლება სამყაროს აღქმაც კი შეგვიცვალოს. და აი ისიც, სულ ცოტა ხნის წინ, 12 ივლისს ჩვენ ყველამ ვების პირველი სამეცნიერო ფოტოები ვიხილეთ.
მას შემდეგ კოსმოსურმა ტელესკოპმა უკვე რეკორდები მოხსნა, მეტიც, ის ახლა უკვე საკუთარ რეკორდებსაც ხსნის. პოდკასტში ვების მიღწევებზე ვსაუბრობთ, მის პირველ ფოტოებზე და იმაზე თუ რა დავინახეთ.
პოდკასტის სტუმრები არიან საზოგადოებრივი მაუწყებლისა და Next.on.ge-ის სამეცნიერო ჟურნალისტები მიხეილ ჭაბუკაშვილი და ნინო გიორგობიანი.
კომენტარები