WhatsApp-ში ემოციის ფუნქციით უკვე ნებისმიერი ემოჯის გამოყენებას შეძლებთ — როგორ
ონლაინ კომუნიკაციის პლატფორმა WhatsApp მომხმარებლებს სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს. ამიერიდან ემოციის ფუნქციით უკვე ნებისმიერი ემოჯის გამოყენება შეგეძლებათ. შეგახსენებთ, რომ აქამდე მხოლოდ 6 მათგანი იყო ხელმისაწვდომი, რაც 3 500-ზე მეტით გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია კომპანია Meta-ს თანადამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე გაავრცელა და მისთვის ყველაზე გამორჩეული ემოჯებიც გაგვიზიარა.
აღსანიშნავია, რომ ემოჯების ასეთი არჩევანი ძალიან კარგი შესაძლებლობაა აპლიკაციაში კონკრეტული ემოციების გამოსახატად, თანაც ბოლო დროს მათი პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა. იმისათვის, რომ ახალი ფუნქციით ისარგებლოთ, მიმოწერაში შეტყობინებას ხანგრძლივად უნდა დააჭიროთ, შემდეგ კი მარჯვნივ გამოჩენილ + სიმბოლოზე გადახვიდეთ. ასე თქვენ წინაშე სრული კატალოგი გამოისახება, საიდანაც სასურველ ემოჯის გამოიყენებთ.
ამით WhatsApp ძალიან ემსგავსება კომპანიის სხვა პლატფორმას, კერძოდ, Messenger-ს და სმარტფონებში ზუსტად ისე მუშაობს. ზემოხსენებული ფუნქცია უკვე ჩაშვებულია და სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად, რამდენიმე დღის განმავლობაში გახდება ხელმისაწვდომი.
კომენტარები