Intel-ის ახალი თაობა — კომპანია მალე ჩიპებთან დაკავშირებულ 13 ინოვაციას წარადგენს
ინტელმა მოახლოებული VLSI სიმპოზიუმისთვის წარადგინა 13 ნაშრომი. ნაშრომებში აღწერილია ის ინოვაციები, რომელთა დანერგვასაც კომპანია უახლოეს მომავალში აპირებს.
ნაშრომები ერთობლივი ძალისხმევით შეიმუშავეს Intel Technology Development-მა, Intel Labs-მა და Intel Design Engineering Teams-მა.
ინტელის ინოვაციური ტექნოლოგიების დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტმა, ბენ სელმა, 4 ასეთ ინოვაციაზე უკვე ისაუბრა პრესასთან. ამას ემატება ინტელის მიერ წრედებში დანერგილ ინოვაციათა წარდგენა. სიახლე იყენებს კომპიუტერის Near Memory-ს (CNM) და აუმჯობესებს ინტელის რვაბირთვიან RISC-V პროცესორს.
2022 წლის VLSI სიმპოზიუმი 13 ივნისიდან 17 ივნისამდე გასტანს და ჰავაიში ჩატარდება. როგორც უკვე ვთქვით, ინტელი წარადგენს 13 ნაშრომს, მათ შორისაა ნაშრომი CMOS FinFET ტექნოლოგიის — Intel 4-ის შესახებ, რომელიც წინამორბედს 20%-ით ჯობნის სიმძლავრეში.
Intel 4 იყენებს მაღალი სიმძლავრის ლოგიკის არის ორმხრივ რედუქციას და ექსტრემალურ ულტრაიისფერს (EUV), რათა პროცესთა მიმდინარეობა გაამარტივოს, ეს ყოველივე მის სიჩქარეს საგრძნობლად ზრდის. სწორედ ეს და სხვა საკვანძო ტექნოლოგიური წიაღსვლები შექმნის ინტელის ახალ თაობას.
ინტელის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი, რაჯა კოდური, მიიღებს მონაწილეობას პანელში, სახელად "ვაკომპლექტებთ 2030-ის სამუშაო ძალას: როგორ მივიზიდოთ საუკეთესო სტუდენტები და რა ვასწავლოთ მათ?"
ამას გარდა, წარდგენილ იქნება საბაზისო წრედების გაუმჯობესების ახალი მეთოდიკა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მომავლის პროცესორებში. ერთი ასეთი მეთოდი, რომელსაც სიმპოზიუმზეც წარადგენენ, არის ზემოხსენებული CNM ტექნიკა, რომელიც RISC-V პროცესორთა სიმძლავრეს ზრდის.
კომენტარები