ყინულის ქვეშ სიცოცხლის "დაფარული სამყარო" აღმოაჩინეს — ანტარქტიკის აქამდე უცნობი ეკოსისტემა
ანტარქტიკის უზარმაზარი შელფური მყინვარის ქვეშ, ასეულობით მეტრი სიმაღლის მღვიმეში, კრევეტების მაგვარი პატარა არსებები ბინადრობენ. ისინი ახლად აღმოჩენილ წყალქვეშა ეკოსისტემაში შენიშნეს.
ახალი ზელანდიის მეცნიერთა გუნდმა ეკოსისტემა ყინულიდან 500 მეტრის ქვემოთ აღმოაჩინა ესტუარში, რომელიც როსის შელფური მყინვარიდან ასობით კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. მკვლევართა მიზანი იყო შეესწავლათ, თუ რა როლი შეიძლება ჰქონოდა ესტუარს კლიმატის ცვლილებისაგან გამოწვეულ დნობაში.
მაშინ, როცა მეცნიერებმა ყინული გაბურღეს და მდინარემდე ჩააღწიეს, კამერაში უამრავი ამფიპოდი გამოჩნდა. ამფიპოდები ზღვის კიბოების, კიბორჩხალებისა და ტკიპების წარმოშობის პატარა ქმნილებები არიან.
"ამ ცხოველების აღმოჩენა მიანიშნებს იმაზე, რომ აქ ნამდვილად მნიშვნელოვანი ეკოსისტემა არსებობს", — განაცხადა კრეგ სტივენსმა, ერთ-ერთმა მკვლევარმა.
აღსანიშნავია, რომ მკვლევრებმა ანტარქტიკის ყინულოვანი საფარის ქვეშ მტკნარწყლიანი მდინარეებისა და ტბების ქსელის არსებობის შესახებ რახანია, იციან, თუმცა ისინი პირდაპირ ჯერ არ შეუსწავლიათ.
"ამ მდინარის შესწავლა და სინჯების აღება დაფარულ სამყაროში პირველად შებიჯებას ჰგავდა", — განაცხადა ჰაუ ჰორგანმა, პროექტის წინამძღოლმა.
კომენტარები