თბილისში უფასო ვორქშოპი ჩატარდება, რომელიც სტარტაპისთვის დაფინანსების მოძიებას გასწავლით
7 ივნისს, 19:00 საათზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (ჭავჭავაძის გამზირი #82, თბილისი), აქსელერატორი Founder Institute Georgia გიწვევთ ვორკშოპზე “სტარტაპების დაფინანსება საქართველოში: როგორ მოვიძიოთ ფული ჩვენი ბიზნესისთვის”.
ღონისძიებაზე მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს სტარტაპის ფანდრაიზინგის მიმართულებით, მოუსმენენ მეწარმეებს, რომელთაც წარმატებით მოიძიეს დაფინანსება თავიანთი სტარტაპებისთვის და შეხვდებიან ინვესტორებს, რომლებიც აქტიურად აფინანსებენ სტარტაპებს საქართველოში.
ვორკშოპი დაფარავს ისეთ თემებს, როგორებიცაა:
- რა ძირითადი მეტრიკები და წინაპირობები არსებობს დაფინანსების მოსაზიდად;
- როგორ გავხადოთ საკუთარი თავი ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი;
- როგორ ვიპოვოთ და ვიმუშაოთ კაპიტალის სხვადასხვა წყაროსთან და ა.შ.
შეხვედრაში მონაწილეობა უფასოა და ღიაა ყველასთვის, ვისაც საკუთარი სტარტაპისთვის დაფინანსების მოზიდვა სურს ან უბრალოდ უნდა, უკეთ გაერკვეს ადრეულ ეტაპზე მყოფი ბიზნესებისა და პროდუქტების ფანდრაიზინგში.
ღონისძიების სპიკერები არიან:
- დაჩი ჭოლაძე, Pulsar AI-ის თანადამფუძნებელი;
- ანა რობაქიძე, Theneo-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
- გური ქოიავა, აქსელის (საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის) თანადამფუძნებელი;
- ირაკლი ვეკუა, აქსელის წევრი;
- დიმიტრი ქუმსიშვილი, Kedari Ventures დაწყებითი ბიზნესის და ინოვაციების საინვესტიციო ფონდის მმართველი პარტნიორი.
მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
კომენტარები