ამერიკული კომპანია კოსმოსში 47 დაღუპული ადამიანის ფერფლს გაგზავნის
კოსმოსური კომპანია Celestis ამ კვირაში 47 გვამის ორბიტაზე ატანას გეგმავს. დაღუპულები ხუთი სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ და კრემაცია ჩაუტარდათ.
კომპანია ფერფლს სატელეკომუნიკაციო სატელიტს დაამაგრებს, რომელსაც ფლორიდის კოსმოსური სანაპიროდან გაუშვებენ — შესაბამისად, იგი დედამიწას მომდევნო ათწლეულის განმავლობაში შემოუვლის გარს. აღსანიშნავია, რომ Celestis დაღუპულთა ახლობლებს ნარჩენების GPS მონაცემებსაც გადასცემს, რომელთა საშუალებითაც მათ ფერფლის ზუსტი ადგილმდებარეობა ეცოდინებათ. საბოლოოდ სატელიტი დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას ფერფლთან ერთად დაიწვება.
"მას უნდოდა, სიკვდილის შემდეგ კრემაცია ჩასტარებოდა და კოსმოსში გაეგზავნათ", — განაცხადა მელისა კეისიმ, რომლის შვილის ფერფლიც მალე კოსმოსში წავა — "ეს მისი ოცნება იყო".
გაშვებამდე კომპანია საკმაოდ უჩვეულო სამდღიან ცერემონიას უმასპინძლებს, რომელსაც მთელი მსოფლიოდან 160 სტუმარი დაესწრება.
"ვიტყოდი, რომ არც ერთი სამგლოვიარო ცერემონია თუ მოსახსენიებელი სერვისი არ იწვევს ისეთ სიხარულს, როგორსაც რაკეტის გაშვება", — განაცხადა Celestis-ის დამფუძნებელმა ჩარლზ ჩაფერმა.
გასაგზავნ ნიმუშებს შორის მარჯორი დაფტონის ფერფლიც იქნება. იგი NASA-ში ემზადებოდა, რათა 1950-1960-იან წლებში მხოლოდ ქალებით დაკომპლექტებული მერკურის მისიის წევრი ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, მერკურის პროგრამა 1962 წელს გაუქმდა, თავად დაფტონი კი 2020 წელს ტრაგიკულად დაიღუპა. მას კოსმოსში გამგზავრების შანსი აღარ მიეცა, რაც, მისი შვილის, მაიკლ დაფტონის, თქმით, ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულისტკენა იყო.
"ათი წლის შემდეგ სატელიტი ატმოსფეროს ვარდნილი ვარსკვლავის სახით დაუბრუნდება, რომელზეც ყველა ეს ადამიანი იქნება".
კომენტარები