ხათუნა სამნიძე

24 May. 2022, 15:24

ის ომი, რომელიც ქვეყანაშია მართლა, ყურადღების მიღმა რჩება ყველას. ეს არის ომი ქალების წინააღმდეგ. ორი ქალი შეეწირა იმ ომს, რომელსაც ქართული ოცნება დიდი ხანია არავითარ ყურადღებას არ აქცევს. ქვეყანას არ აქვს ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმა, არც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული სამოქმედო გეგმა. ბოლო სტატისტიკით, შემცირდა შემაკავებელი ორდერების გაცემის რაოდენობა. ისევე, როგორც სასამართლო აუქმებს შემაკავებელ ორდერებს. ეს ყველაფერი აისახება იმაზე, რომ ქვეყანამ ნახა უმძიმესი ტრაგედია. ფემიციდი და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არის მუდმივი ომი, რომელშიც არის ეს ქვეყანა და ეს ომი არ სრულდება. იმის ნაცვლად, რომ ქართულმა ოცნებამ, ხელისუფლებამ, სპეციალური ზომები მიიღოს, განცხადება მაინც გააკეთოს ამის შემდეგ, მთელი ხელისუფლება გადართულია იმ პროპაგანდაზე, რომ ყველაფერი ამ ქვეყანაში, თურმე ოპოზიციის ბრალია.

კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ქართულ ოცნებას, ეს ომი არის მუდმივი — ქალები ამ ქვეყანაში კვდებიან. ფემიციდთან დაკავშირებით უნდა გქონდეთ პოზიცია და უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაში სპეციალური ზომები, ცნობიერების ამაღლება, პროგრამები, ადამიანის უფლებათა დაცვისთვის სამოქმედო გეგმა. ამ საკითხებზე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ დაფიქრდეთ და გადადგათ კონკრეტული ნაბიჯები. თქვენი პროპაგანდის ფონზე, ნუ გავიწყდებათ, რომ ქვეყნის შიგნით ქალებს კლავენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  4. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა

ახალი ფუნქციის, Intelligent UI-ს (გონიერი სამომხმარებლო ინტერფეისი), დამსახურებით ChatGPT-ში ბევრად მეტი ვიზუალი…