Google ფიქრობს, რომ ადამიანისებრი ხელოვნური ინტელექტის შექმნასთან ძალიან ახლოს ვართ
ხელოვნური ინტელექტის მკვლევრები ზოგადი ხელოვნური ინტელექტის (artificial general intelligence) კონცეპტზე დიდ იმედებს ამყარებენ — ეს იქნება ხელოვნური ინტელექტი, რომელიც შეძლებს ნებისმიერი ისეთი დავალების შესრულებას, რასაც ამჟამად მხოლოდ ადამიანი ახერხებს და მეტიც, მან ისიც უნდა შეძლოს, რაც ჩვენ ძალებს აღემატება.
გასულ კვირას TheNextWeb-მა საკმაოდ პესიმისტური სტატია გამოაქვეყნა, სადაც მათი ჟურნალისტი, ტრისტან გრინი აღნიშნავდა, რომ AGI-ს შექმნა თითქმის შეუძლებელია და მას ჩვენ ვერც მოვესწრებით. ამას Google-ის DeepMind-ის წამყვანი მკვლევარი, დოქტორი Nando de Freitas საკუთარი ტვიტერის მეშვეობით გამოეხმაურა.
Nando De Freitas თვლის, რომ ყველაფერი პირიქითაა და "თამაში დასრულებულია". მისი არით, ჩვენი ისეთი სისწრაფით ვზრდით ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს, რომ ზოგადი Ai-ს შექმნა უბრალოდ დროის საკითხია.
გრინის სტატია მეინსტრიმულ მიდგომას ეფუძნება — ბოლო რამდენიმე ათწლეულში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები კოლოსალურად გაიზარდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენ ადამიანის დონის ხელოვნური ინტელექტი უახლოეს მომავალში ვიხილოთ.
როგორც უკვე ვთქვით, აღმოჩნდა, რომ ნანდო დე ფრეიტას ასე არ ფიქრობს და ის მარტო არაა, მას ეთანხმება OpenAI-ის უფროსი მეცნიერი, ილია სუტსკევერიც.
"მასშტაბირებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა მიგვიყვანს ზოგად ხელოვნურ ინტელექტამდე" — ვკითხულობთ ნანდო დე ფრეიტასის ტვიტში.
DeepMind-მა ცოტა ხნის წინ ახალი ხელოვნური ინტელექტი, Gato წარადგინა, რომელსაც 600-ზე მეტი სხვადასხვა დავალების შესრულება შეუძლია — თუ გავითვალისწინებთ ფრეიტასის სიტყვებსაც, შეიძლება ვიფიქროთ, რომ Google ზოგადი ხელოვნური ინტელექტის შექმნას ნელ-ნელა უახლოვდება
კომენტარები