ისტორიაში პირველად, მთვარის ნიადაგში მცენარეები წარმატებით გაზარდეს
ეს ის ნიადაგია, რომელიც წლების წინ აპოლო 11-ის მისიის დროს ნილ არმსტრონგმა და ბაზ ოლდრინმა დედამიწაზე ჩამოიტანეს.
მეცნიერებმა აპოლო 11-ის ასტრონავტების მიერ ჩამოტანილ მთვარის ნიადაგზე მცენარეები გაზარდეს.
მკვლევრებმა წინასწარ არ იცოდნენ, რამდენად შესაძლებელი იქნებოდა მთვარის ნიადაგში რამის გაზრდა. მათ აინტერესებდათ თუ რამდენად შესაძლებელი იყო ეს საკვების მოსაყვანად. კვლავა განსაკუთრებით აქტუალურია მთვარის ახალი მისიებისთვის, რის ფარგლებშიც ასტრონავტები დედამიწის თანამგზავრზე დიდი ხნით გაჩერებას გეგმავენ. შედეგები იმედისმომცემია.
"საოცარია, მცენარეები რეალურად გაიზარდა მთვარის ნიადაგში! ეს ძალიან მაგარი ამბავია!", — თქვა რობერტ ფერლმა, ფლორიდის უნივერსიტეტის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა ინსტიტუტიდან.
ფერლმა და მისმა კოლეგებმა მთვარის ნიადაგში დარგეს მუხლუხა. ეს ის ნიადაგია, რომელიც წლების წინ აპოლო 11-ის მისიის დროს ნილ არმსტრონგმა და ბაზ ოლდრინმა დედამიწაზე ჩამოიტანეს.
თუმცა, იყო პრობლემაც. ასეთ ნიადაგში მცენარეებს გაზრდა შედარებით უფრო გაუჭირდათ და ამას მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე მთვარის სიმულირებულ ნიადაგში აქამდე დასჭირვებიათ.
"ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. ახლა უკვე ვიცით, რომ ასეთ ნიადაგში მცენარეების გაზრდა შესაძლებელია. შემდეგი ეტაპი იქნება მთვარეზე წასვლა და უშუალოდ იქ გაზრდა მცენარეების", — თქვა სიმონ გილროიმ, ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის მკვლევამა.
NASA მთვარის ნიადაგს დიდხანს ჩაკეტილად ინახავდა. საბოლოოდ 12 გრამი ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარებს გადასცა წლის დასაწყისში და დიდი ხნის ნანატრი კვლევაც ვიხილეთ.
შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ Communications Biology-ში.
კომენტარები