საქართველოს ბანკმა ღონისძიება UPDATE-ზე ბიზნესისთვის გადახდების მართვის ახალი პლატფორმა დააანონსა.

საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის გადახდების მართვის ახალ პლტფორმას ქმნის, რომელიც სრულიად ციფრულია, ერთ სივრცეში აერთიანებს გადახდების სერვისებს და ბიზნესს აძლევს გადახდების დამოუკიდებლად მართვის შესაძლებლობას.

გადახდების მართვის პლატფორმა - ერთიანი სივრცეა, სადაც მომხმარებელი შეძლებს მართოს, მოითხოვოს და გააანალიზოს მისი ბიზნესისთვის აუცილებელი გადახდის მეთოდები.

პლატფორმის დახმარებით, ბიზნესისთვის შესაძლებელი ხდება:

  • განაცხადის ონლაინ შევსება და მომენტალური რეგისტრაცია;
  • გადახდის მეთოდების მინიმალურ დროში ინტეგრირება მარტივი და სწრაფი რეგისტრაცია;
  • საოპერაციო საქმიანობის ეფექტური მართვა;
  • ნავაჭრი თანხის სწრაფი ჩარიცხვა;
  • გადახდების შედეგების ანალიტიკა.

აქ მოცემული ციფრული და ფიზიკური გადახდის ინსტრუმენტები ბიზნესს შეუძლია საჭიროების მიხედვით მოითხოვოს ან გააუქმოს; აქედანვე შეძლებთ გადახდებთან დაკავშირებული ოპერაციების მართვას - მაგალითად გადახდის გაუქმებას და მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნებას. საჭიროების შემთხვევაში, ამ სივრცეში დარეგისტრირდებით, გახდებით გადახდების მიმღები და მომენტალურად დაიწყებთ სასურველი მეთოდით სარგებლობას.

გადახდების სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, გადავიაზრეთ როგორ შეგვეწყო ხელი ბიზნესებისთვის მარტივად და სახლიდან გაუსვალელად, ბანკის ფილიალში მისვლის გარეშე ჰქონოდათ შესაძლებლობა მოეთხოვათ ჩვენი ყველა გადახდის მეთოდი. ამისთვის, შევქმენით გადახდების მართვის მეთოდი, რომელიც ბიზნესებს მისცემს საშუალებას სპეციალური დეშბორდიდან:

  • გაიარონ ინდეტიფიკაცია
  • დარეგისტრირდნენ გადახდების მიმღებებად
  • შეუკვეთონ გადახდის ერთი ან რამდენიმე მეთოდი
  • აკონტროლონ გადახდები ონალინ რეჟიმში
  • გააკეთონ დამხმარე მომხმარებლების მოწვევა და დამატება.

ბიზნესისთვის ბენეფიტები

  • დაზოგილი დრო;
  • ფილიალებში სიარულის ნაცვლად ონლაინ დაიწყონ გადახდების მიღება;
  • დაზოგილი დრო ქოლ ცენტრში დარეკვის სანაცვლოდ;
  • კომფორტული დეშბორდის გამოყენებით გააკეთონ ოპერაციები, რომელიც დროში იწელებოდა და საჭიროებდა სხვა და სხვა რგოლების ჩართულობას;
  • თვალი ადევნონ გადახდებს ონლაინში.