შემდეგი პოდკასტი: ადრეული ადამიანები დმანისში — ბრძოლა გადარჩენისთვის
ადამიანის ისტორია და ევოლუცია ბევრად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანია, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ჩვენამდე — ჰომო საპიენსამდე, იყვნენ ჰომო ჰაბილისები, ჰომო ერექტუსები და სხვა. არქეოლოგების თქმით, იყო დრო, როდესაც ადამიანის სულ მცირე, ექვსი სახეობა ცხოვრობდა ერთდროულად.
დღეს ჩვენ გადარჩენილები ვიკვლევთ საკუთარ ისტორიას, წარსულს და ევოლუციას. 1999-2005 წლებში სწორედ საქართველოში — დმანისში აღმოაჩინეს ჰომო ერექტუსები. ეს მტკიცებულებაა, რომ აფრიკიდან წამოსული ადამიანის უძველესი წინაპრები დღევანდელ საქართველოში სახლობდნენ, საიდანაც ევროპასა და სხვა კონტინენტებზე გავრცელდნენ.
პოდკასტის 56-ე ეპიზოდში ვსაუბრობთ დმანისში მცხოვრებ ადრეულ ადამიანებზე და იმაზე თუ როგორ ცხოვრობდნენ ისინი. ჩვენი სტუმარია ანა მარგველაშვილი, მკვლევარი და პალეოანთროპოლოგი.
კომენტარები