2025 წელს ჩინური კოსმოსური ხომალდი პოტენციურად საშიშ ასტეროიდს დაეჯახება და ტრაექტორიას შეუცვლის
ჩინეთი აცხადებს, რომ ჩაატარებს კინეტიკური დარტყმის სისტემის გამოცდას, რათა შეცვალოს პოტენციურად სახიფათო ასტეროიდის კურსი 2025 წელს. პლანეტარული თავდაცვის სისტემა ამისთვის მაღალსიჩქარიან კოსმოსურ ხომალდს გამოიყენებს.
ამის შესახებ ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაციის (CNSA) დირექტორის მოადგილემ ვუ იანჰუამ ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიას განუცხადა.
"ეს სისტემა ასევე მოიცავს ადრეული გაფრთხილების მექანიზმს, რომელიც ხელს შეუწყობს კაცობრიობის უსაფრთხოებას. ჩვენ უნდა დავიწყოთ ასტეროიდების სახმელეთო და კოსმოსური მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემის გაუმჯობესება", — თქვა ვუ იანხუამ.
მისია სავარაუდოდ 2025 წლის ბოლოს შესრულდება, რაც ჩინეთის "ხუთწლიანი გეგმის" დასასრული იქნება. ის ამჟამად განხილვის პროცესშია და ელოდება დამტკიცებას, იტყობინება Global Times.
ასტეროიდებისგან თავდაცვის შემუშავება რეგულარული საუბრის თემაა მრავალი სამთავრობო კოსმოსური სააგენტოსთვის, რადგან ეს კაცობრიობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბირთვული რაკეტების ალტერნატივაც, რამაც ასტეროიდებისგან შეიძლება დაგვიცვას, ექსპერტების თქმით ის ესეთი ეფექტიანი ვერ იქნება.
მსგავსი ექპერტიმენტები უკვე ტარდება. მიმდინარე წლის სექტემბერში, NASA-ს ხომალდი ასტეროიდს დაეჯახება და ტრაექტორიას შეუცვლის. თუმცა, ჩინელების ეს ტესტი განსხვავდება იმით, რომ აშშ-ს მიერ სამიზნეში ამოღებული ასტეროიდი არ იმყოფება საშიშ ტრაექტორიაზე, ხოლო ჩინელების მიერ შერჩეული პოტენციურად საშიშია.
კომენტარები