NASA: მარსის ერთ-ერთი მთვარე პლანეტის ზედაპირს შეეჯახება
როგორც ჩანს მარსის ერთ-ერთი ბუნებრივი თანამგზავრი განწირულია და ის პლანეტის ზედაპირს შეეჯახება.
ნასას ახალმა მარსმავალმა "პერსევერანსმა" ცოტა ხნის წინ წითელ პლანეტაზე მზის დაბნელების შთამბეჭდავი კადრები გადაიღო. პრესრელიზში კოსმოსურმა სააგენტომ თქვა, რომ ვიდეო დაეხმარება მეცნიერებს უკეთ გაიგონ მარსის მთვარის ორბიტა და ის თუ როგორ იზიდავს მას პლანეტის გრავიტაცია ზედაპირისკენ.
ასევე: NASA-ს ახალმა მარსმავალმა წითელ პლანეტაზე მზის დაბნელება გადაიღო
საუბარია ფობოსზე, რომელიც, როგორც მეცნიერები ამბობენ განწირულია. ის უახლოვდება მარსის ზედაპირს და დაეჯახება მას ათობით მილიონი წლის შემდეგ. თუმცა, ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე მარსის ზედაპირიდან მზის დაბნელებაზე დაკვირვებებმა მეცნიერებს საშუალება მისცა უკეთ გამოიკვლიონ ფობოსის მომავალი.
კარგი ამბავი ის არის, რომ ფობოსის გარდაუვალი დაღუპვა მალე არ მოხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ NASA-ს გეგმები მარსის ზედაპირზე ადამიანების დაშვების შესახებ ჯერ კიდევ აქტუალურია. ნასას მარსმავალი ამჟამად დაკავებულია ასტრობიოლოგიით და ეძებს სიცოცხლის ნიშნებს წითელ პლანეტაზე.
შემდეგი პოდკასტი: მარსის კოლონიზაცია — ადამიანი, როგორც მულტიპლანეტარული სახეობა
საბოლოოდ ეს ყველაფერი არტემისის მისიისთვისაც მნიშვნელოვანი, რომელიც ადამიანებს დედამიწის მთვარეზე დაგვაბრუნებს.
კომენტარები