ჰარვარდის მეცნიერის თქმით, წყნარ ოკეანეში "უცხოპლანეტური ტექნოლოგია" ჩამოვარდა — ის მის შესწავლას აპირებს
უცხოპლანეტელების არსებობაში ერთ-ერთმა ყველაზე მეტად დარწმუნებულმა მეცნიერმა და ჰარვარდის ასტრონომმა, ავი ლოებმა, ვარსკვლავთშორისი ობიექტის შესწავლა განიზრახა, რომელიც გასულ ათწლეულში პაპუა-ახალი გვინეის ნაპირას ჩამოვარდა. მისი მიზანია გაარკვიოს, შექმნეს თუ არა იგი უცხოპლანეტელებმა.
ასევე იხილეთ: ჰარვარდის პროფესორის აზრით, ჩვენი სამყარო უცხოპლანეტელთა ცივილიზაციამ შექმნა
ვარსკვლავთშორისი ობიექტის ჩანაწერები მან და თეორიული ასტროფიზიკის სპეციალისტმა ამირ სირაჯმა აღმოაჩინეს. მისი არსებობა და არადედამიწური წარმომავლობა წლების შემდეგ, როგორც იქნა, აშშ-ის მთავრობამ დაადასტურა.
"ფუნდამენტური შეკითხვა იმაში მდგომარეობს, შეძლებს თუ არა ვარსკვლავთშორისი მეტეორი მიგვანიშნოს, რომ შემადგენლობა ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე ხელოვნურია წარმოშობით?" — აინტერესებს ლოებს — "სავარაუდოდ, ტექნოლოგიური კომპონენტების ნაწილი მაინც გადაურჩებოდა შეჯახებას".
ობიექტს, მისი წყნარ ოკეანეში ჩამოვარდნის თარიღის შესაბამისად, CNEOS-2014-01-08 უწოდეს. შესაძლოა, იგი ახალ პარადიგმას წარმოადგენდეს, რომელშიც, ლოების თქმით, "დედამიწა მასიური ვარსკვლავთშორისი ობიექტებისათვის თევზსაჭერი ბადის როლს ასრულებს".
მეცნიერის თქმით, შესაძლოა, ობიექტის მოსაძებნად მაგნიტები გამოიყენონ და წყნარი ოკეანის 10 კვადრატულ კილომეტრზე მოატარონ იქ, სადაც მისი ჩამოვარდნა ივარაუდება.
კომენტარები