Call Of Duty-იმ სნუპ დოგი წარადგინა, როგორც ერთ-ერთი პერსონაჟი. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ახლა, კაპიტან პრაისთან და კევინ სპეისის პერსონაჟთან ერთად, Call of Duty-ის სამყაროს ნაწილია.

თამაშმა ის დიდი პატივით წარადგინა და პერსონაჟის ბიოგრაფიაც მიუთითა.

თავად სნუპთან ერთად პაკეტში ასევე შედის ისეთი იარაღი, როგორიცაა "Bong Ripper" (სნაიპერული შაშხანა), "West Coast Bling" თოფი და "Tha Shiznit". პერსონაჟს ყველა ამ იარაღის გამოყენება შეუძლია.

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ სიტყვებია, დანარჩენისთვის გთავაზობთ თრეილერს, სადაც სნუპს თქვენი თვალით ნახავთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.