12 VR თამაში, რომლის დახმარებითაც მარკ ცუკერბერგს თქვენი მეტავერსში გადაყვანა სურს
იმ ადამიანებს, რომლებიც Meta-ს მხრიდან მეტავერსის გრანდიოზული გეგმის ხორცშესხმას ელოდებიან, 5-10 წელი მაინც მოუწევთ ლოდინი. ამის შესახებ კომპანიამ 20 აპრილს გამართულ ღონისძიებაზე — Meta Quest Gaming Showcase განაცხადა. თუმცა, სანამ Meta-ში ნამდვილი და სრულფასოვანი მეტავერსის შექმნაზე მუშაობენ, მისი სატესტო ვერსია უკვე გაშვებულია და მას მომხმარებლებიც ჰყავს. კომპანია ცდილობს, სულ უფრო მეტი ადამიანი მიეჩვიოს VR სათვალეს, რომლის დახმარებითაც თავის დროზე, სრულყოფილ მეტავერსში გადანაცვლება შეგვეძლება. ბოლო ღონისძიებაზე კი, Meta-ს AR/VR მიმართულების აღმასრულებელმა პროდიუსერმა, რუთ ბრამმა VR თამაშები წარგვიდგინა. კომპანია იმედოვნებს, რომ ისინი მეტავერსის მომავალ მომხმარებლებს VR-ის გამოყენებას აქედანვე შეაჩვევს და ყოველდღიურობად უქცევს.
რუთ ბრამმა დაადასტურა, რომ წინ დიდი სამუშაოა, როგორც აპარატული, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით. სწორედ ამიტომ, Meta-ს CEO-ს — მარკ ცუკერბერგის მეტავერსთან დაკავშირებული ხედვის განსახორციელებლად 5-დან 10 წლამდე დრო მაინც იქნება საჭირო.
"გეიმინგი არის ის, რისი დახმარებითაც უამრავი ადამიანი პირველად შეაბიჯებს მეტავერსში. თამაშები პიონერები იყვნენ ბევრი იმ პრინციპის მიმართულებით, რომელიც დღეს ჩვენი ხედვის საფუძველს წარმოადგენს. ეს არის ვირტუალური, სამგანზომილებიანი სივრცეები, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს, იკონტაქტონ ერთმანეთთან სრულიად ახლებური გზების გამოყენებით. ვფიქრობთ, მეტავერსი სწორედ ამ საძირკველზე აშენდება, იქცევა ინტერნეტის შემდეგ თაობად და სოციალური ტექნოლოგიების ევოლუციის საშუალებად", — ამბობს ბრამი.
ქვემოთ ღონისძიებაზე ნაჩვენებ 12 VR თამაშს გთავაზობთ, რომელთა მეტავერსის საცდელ ვერსიაში ინტეგრირება მომდევნო წლიდან იგეგმება. რა თქმა უნდა, ამ კუთხით კიდევ უამრავ სიახლეს უნდა ველოდოთ, თუმცა მანამდე, თვალი გადაავლეთ და გადაწყვიტეთ, გადაეშვებოდით თუ არა მეტავერსის დაუსრულებელ ვერსიაში ქვემოთ ჩამოთვლილი თამაშების ხათრით.
კომენტარები