Apple-მა 9 ახალი Mac-ისა და ოთხი M2 ჩიპის ტესტირება დაიწყო
Apple-მა სულ მალე, შესაძლოა, ახალი Mac-ები გამოუშვას, რომლებიც Apple-ის მიერვე შექმნილ ახალ ჩიპებზე იმუშვებენ. მარკ გურმანის ინფორმაციით, ტექნოლოგიურმა გიგანტმა 9 ახალი Mac-ის მასშტაბური ტესტირება დაიწყო. როგორც მარკი აღნიშნავს, 9 ახალ Mac-ზე M2 პროცესორის ოთხი სხვადასხვა ვერსიაც იტესტება, რაც იმას ნიშნავს, რომ Apple მათ გამოსაშვებად ემზადება. Apple ახალი ჩიპების გასატესტად App Store-ში არსებულ third-party აპლიკაციებს იყენებს, რაც ამ აპლიკაციების დეველოპერებს ახალი ჩიპების შესახებ გარკვეულ ინფორმაციას აწვდის.
ტესტირების რეჟიმში მყოფი მოწყობილობებიდან ერთ-ერთი M2 ჩიპზე მომუშავე MacBook Air-ია, რომელსაც 8 ბირთვიანი პროცესორი და 10 ბირთვიანი გრაფიკული ამაჩქარებელი ექნება. გავრცელებული ხმების თანახმად, ახალი MacBook Air განახლებულ დიზანსაც მიიღებს, რაც უფრო მცირე ჩარჩოებსა და MagSafe-ით დამუხტვის მხარდაჭრას მოიცავს. სხვა მოწყობილობები, რომლებიც M2 ჩიპით გამოჩნდნენ, ახალი Mac Mini-ებია. ასევე, მარკ გურმანის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ეფლი ერთ ახალ, მაგრამ ყველაზე იაფიან MacBook Pro-ზეც მუშაობს.
Apple-მა ბოლო 14 და 16 დუიმიანი MacBook Pro-ები ოქტომბერში გამოუშვა, თუმცა გურმანის თქმით, Apple-მა ახალ 14 და 16 დუიმიან ლეპტოპებზე მუშაობა უკვე დაიწყო, მათ 64GB ოპერატიული მეხსიერება ექნებათ და M2 Pro-თი და M2 Max ჩიპებით აღიჭურვებიან. M2 Max-ს, სავარაუდოდ, 12 ბირთვიანი პროცესორი და 38 ბირთვიანი GPU ექნება. Apple ახალ Mac Pro-ზეც მუშაობს და ის M1 Ultra-ს შთამომავალ პროცესორს მიიღებს. M1 Ultra ეფლის საუკეთესო პროცესორია და სწორედ მასზე მუშაობს Mac Studio. გურმანი აღნიშნავს, რომ Apple-მა, შესაძლოა, ყველა ის ჩიპსეტი, რომელსაც ტესტავს, არ გამოუშვას, თუმცა მისი აზრით, ახალ MacBook Air-ს, Mac Mini-სა და MacBook Pro-ს წელს ვიხილავთ.
კომენტარები