GIF-ის შემქმნელი, სტივენ ვილჰაიტი კორონავირუსს ემსხვერპლა
GIF-ის შემქმნელი, სტივენ ვილჰაიტი 74 წლის ასაკში, კორონავირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ მისმა ცოლმა The Verge-ს განუცხადა.
1980-იან წლებში ვილჰაიტი CompuServe-ში მუშაობდა, სადაც GIF-ს, ანუ Graphics Interchange Format-ს ქმნიდა. კომპანიიდან ის ადრეულ 2000-იანებში წამოვიდა და მას შემდეგ ცხოვრება მოგზაურობასა და მატარებლების მოდელების შექმნაში გაატარა.
დღეისათვის, GIF-ები ანიმირებულ ინტერნეტ მიმებთან ასოცირდება, თუმცა ეს არ ყოფილა ვილჰაიტის მიზანი, როცა მან ეს ფორმატი შექმნა. CompuServe-მა GIF-ები 80-იანი წლების დასასრულს წარადგინა, როგორც ფერადი, "მაღალი ხარისხისა და მაღალი რეზოლუციის გრაფიკული გამოსახულებების" გავრცელების საშუალება. ეს მაშინ, როცა ინტერნეტის სიჩქარე გაცილებით დაბალი იყო იმასთან შედარებით, რაც ახლა გვაქვს.
2013 წელს ვილჰაიტი Webby Lifetime Achievement Award-ით დააჯილდოვეს. როგორც მისი მეუღლე ჰყვება, ის GIF-ის გამოგონებით ყველაზე მეტად ამაყობდა.
აქვე, უნდა გითხრათ, რომ ვილჰაიტისა და ოქსფორდის ლექსიკონის თანახმად, GIF წარმოითქმის როგორც JIF.
კომენტარები