უკრაინამ რუსეთის ელექტრონული ბრძოლის სისტემის ნაწილი ჩაიგდო ხელში — რას ნიშნავს ეს
უკრაინულმა სამხედრო ძალებმა რუსული Krasukha-4-ის, ელექტრონული ბრძოლის სისტემის ნაწილი ჩაიგდეს ხელში. ინფორმაციას Twitter-ის ერთ-ერთი ანგარიში ავრცელებს, რომელიც უკრაინელთა მიერ მიტაცებული/განადგურებული იარაღების აღრიცხვას გვთავაზობს ხოლმე.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე არაერთი იარაღი დაკარგეს/მიატოვეს, მათ შორის: რუსული ტანკები, სხვადასხვა სამხედრო აღჭურვილობა, დრონები. ამჯერად კი, უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ელექტრონული ბრძოლის საშუალებათა (EW) სისტემის ნაწილი აღმოაჩინეს.
Krasukha-4 ორნაწილიანი სისტემაა, რომელიც EW სისტემისა და სამეთაურო-საშტაბო მოდულისგან შედგება. იგი დაახლოებით ათი წელია, არსებობს და კომპანიამ Concern Radio-Electronic Technologies შექმნა, რომელიც სპეციალური სამხედრო პროდუქტების დამამზადებელ რუსულ ორგანიზაცია Rostec-ს ეკუთვნის.
Krasukha-4 300 მეტრის მანძილზე მუშაობს და საჰაერო სისტემათა (მაგალითად, უპილოტო საფრენი აპარატები) რადიო-ელექტრონულ სისტემებს იღებს მიზანში. მას შეუძლია, დაუპირისპირდეს საჰაერო შეტყობინების, კონტროლისა და მართვის სისტემას (AWACS), რომელსაც თავიანთ დრონებზე უკრაინის მოკავშირეები იყენებენ, ჯაშუშ სატელიტებთან ერთად. ამასთანავე, შესაძლებელია მობილური სისტემის გამოყენება სახმელეთო რადარების დაჭერისა და რუსული საბრძოლო საშუალებების სათვალთვალო სისტემებისაგან დაცვისთვის.
შესაბამისად, შესაძლოა, კიევის სისტემასთან ახლოს მისი მოთავსება რუსეთისათვის წარმატების მომტანი აღმოჩნდეს. შესაძლებელია მისი იმგვარი განლაგებაც, რომ NATO-ს ძალების მხრიდან თვალთვალი დაბლოკოს. Krasukha შესანიშნავი კონტრზომაა მაშინ, როდესაც სხვაგვარად ვერ საზღვრავენ, რა როდის მიფრინავს მათკენ.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ მიატოვეს რუსმა სამხედროებმა სისტემა. აშშ-ს თავდაცვით უწყებებს თუ დავეყრდნობით, ამჟამინდელი კონფლიქტების ფარგლებში აგრესორს EW აქტიურად არ გამოუყენებია. შესაძლოა, რუსული მხარე ამას მომავალში აპირებდეს, სისტემის მიტოვების გამო კი მისი შესაძლებლობებისა თუ დეფექტების შესახებ აქამდე უცნობი ინფორმაციას გვექნება.
კომენტარები