მკვლევრები მუშაობენ მატარებელზე, რომელიც გრავიტაციით დაიტენება
ავსტრალიური სამთო კომპანია Fortescue საკუთარი ოპერაციების "გამწვანებისთვის" მუშაობს. ის მწვანე ტექნოლოგიების ბიზნესში შვილობილი კომპანიის მეშვეობით, Fortescue Future Industries-ით შედის, რომელმაც ახლახან შეიძინა Williams Advanced Engineering.
ახლახან ამ ორმა კომპანიამ თავიანთი პირველი პროექტი გაასაჯაროვა: ელექტრო "უსასრულო მატარებელი", რომელიც შექმნილია რკინის მადნის ტვირთის გადასატანად და მას დამუხტვა არ დასჭირდება.
"ამ მატარებელს აქვს პოტენციალი იყოს მსოფლიოში ყველაზე ეფექტური ბატარეის ელექტრო ლოკომოტივი. ელექტროენერგიის რეგენერაცია დაღმართზე მოხდება და ის ამ მონაკვეთებზე დაიტვირთება. ეს გააუქმებს დატენვის ინფრასტრუქტურის დამონტაჟების აუცილებლობას და სარკინიგზო ოპერაციებიდან დიზელსა და ემისიებს აღმოფხვრის", — განაცხადა Fortescue-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ელიზაბეტ გეინსმა.
ასე რომ, ეს ძალიან საინტერესო პროექტია. საინტერესოა რა არის ტოპოლოგიური პარამეტრები, რომლებზეც მსგავსი მატარებელი იმუშავებს. ასევე საინტერესოა, იმუშავებს ის ნესტიან, დაბალი ხახუნის ადგილებში? და რაც მთავარია, მართლაც, ეკონომიური იქნება თუ არა მისი გამოყენება.
ეს FFI-ის მწვანე ტექნოლოგიების პროექტებიდან ერთ-ერთია. კომპანიის მიზანია, რომ ამიაკის ენერგიაზე მომუშავე მსოფლიოში პირველი გემი აამოქმედოს ამ წლის ბოლომდე, ასევე წყალბადის საწვავის უჯრედების სამთო სატვირთო მანქანები და ამიაკით მომუშავე მატარებლები. ამასთან, კომპანია იწყებს ავსტრალიაში ქარხნის მშენებლობას, რომელიც გააორმაგებს მსოფლიოში ელექტროლიზატორების წარმოების სიმძლავრეს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები