ყოველდღიურად უკრაინელ კოლეგას ვესაუბრები რამდენჯერმე, მხარდაჭერა მათთვის არის ნათელი — ზალკალიანი
საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ჩამოთვლის იმ განცხადებებს და საერთაშორისო შეხვედრებს, სადაც, მისივე მტკიცებით, ღიად დააფიქსირა უკრაინის მხარდაჭერა. პარტნიორი ქვეყნის მიმართ არასაკმარისი სოლიდარობისთვის კრიტიკის საპასუხო არგუმენტების ჩამოთვლას მინისტრი ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში გამართული ყირიმის პლატფორმიდან იწყებს. მისი თქმით, ამ პლატფორმაში საქართველოს მონაწილეობა "უძლიერესი პოლიტიკური ნაბიჯი" იყო.
ზალკალიანმა გაიხსენა ასოცირებული ტრიოს ფარგლებში, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერმინისტრების ვიზიტი ბრიუსელში; აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და სხვა საერთაშორისო დონის ფორმატები, სადაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.
"რამდენიმე დღეა რაც დავბრუნდი ბრიუსელიდან, სადაც, უკრაინის წარმომადგენლებთან ერთად NATO-ს გაფართოებულ ფორმატებში მივიღე მონაწილეობა დებატებში, სადაც ღიად დავაფიქსირე ჩემი მხარდაჭერა. ამის შემდეგ ჩემი საჯარო განცხადებები.
ასევე, ორიოდე დღის წინ ზარი, რომელიც განხორციელდა ჩემს კოლეგა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასთან. ეს რაც ოფიციალური ნაწილია, თორემ, არაოფიციალურად, მუდმივად, ყოველდღიურად, ახლა მე ჩემს უკრაინელ კოლეგას ვესაუბრები რამდენჯერმე და ეს მხარდაჭერა მათთვის არის ნათელი", — განაცხადა დავით ზალკალიანმა პალიტრანიუსის ეთერში.
მინისტრის მტკიცებით, უკრაინელებს არ აქვთ განცდა, რომ საქართველოსგან სოლიდარობა აკლიათ.
იმ პირობებში, როცა უკრაინა ომის ზღვარზეა და რუსეთის სავარაუდო სამხედრო ინტერვენციის საპასუხოდ ემზადება, საქართველოს ხელისუფლებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ პარტნიორი ქვეყნის მიმართ არასაკმარის სოლიდარობაში ადანაშაულებენ. ამის პარალელურად, ქართულმა ოცნებამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია შეიმუშავა, თუმცა მასში რუსეთი ნახსენები არ არის. რუსეთის აგრესიის აღნიშვნისა და დაგმობის გარეშე გაავრცელა კიევის მხარდამჭერი მიმართვა თბილისის საკრებულომაც.
გაიგე მეტი:
-
გადახედვაუნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი
-
გადახედვაუჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
-
გადახედვაშვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას შვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას
-
-
გადახედვაროგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე
-
გადახედვაკობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები კობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები
-
-
გადახედვამეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა მეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა
-
გადახედვაზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან ზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძის თქმით, მასზე თავდასხმა სცადეს ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მასზე თავდასხმა სცადეს
-
გადახედვაბრიტანეთის საელჩო: მიიღეთ ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება ბრიტანეთის საელჩო: მიიღეთ ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება
-
გადახედვაწუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით, 11 ადამიანი დააკავეს წუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით, 11 ადამიანი დააკავეს
-
გადახედვაგახარიას პარტიის დეპუტატებმა, მუქარის ფაქტის გამოძიებისთვის, პროკურორს მიმართეს გახარიას პარტიის დეპუტატებმა, მუქარის ფაქტის გამოძიებისთვის, პროკურორს მიმართეს
-
გადახედვაჰიპ-ჰოპ არტისტები რუსული კანონის საპროტესტო აქციების მხარდასაჭერ კონცერტს გამართავენ ჰიპ-ჰოპ არტისტები რუსული კანონის საპროტესტო აქციების მხარდასაჭერ კონცერტს გამართავენ
-
გადახედვახაზარაძე აცხადებს, რომ შეიქმნება ფონდი იმ ადამიანის დასახმარებლად, ვისაც ღია პოზიციის დაფიქსირების გამო, საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლებენ ხაზარაძე აცხადებს, რომ შეიქმნება ფონდი იმ ადამიანის დასახმარებლად, ვისაც ღია პოზიციის დაფიქსირების გამო, საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლებენ
-
გადახედვა15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, 134 დაკავებული პირის შესახებ შემოვიდა შეტყობინება — საია 15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, 134 დაკავებული პირის შესახებ შემოვიდა შეტყობინება — საია
-
გადახედვასერიალ Baby Reindeer-ის რეალური სტალკერი ნეტფლიქსისთვის ჩივილს აპირებს სერიალ Baby Reindeer-ის რეალური სტალკერი ნეტფლიქსისთვის ჩივილს აპირებს
-
გადახედვარატი ბრეგაძეს თავისი გერმანელი პროფესორი სწერს, გაიწვიონ რუსული კანონი რატი ბრეგაძეს თავისი გერმანელი პროფესორი სწერს, გაიწვიონ რუსული კანონი
-
გადახედვაუჩა აბაშიძე პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს — სახალხო დამცველის აპარატი უჩა აბაშიძე პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაბეჭდების მბრძანებლის ახალი ფილმების მთავარი გმირი გოლუმი იქნება ბეჭდების მბრძანებლის ახალი ფილმების მთავარი გმირი გოლუმი იქნება
-
გადახედვა"ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის სირცხვილი იქნებოდა" — ზურაბიშვილი "ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის სირცხვილი იქნებოდა" — ზურაბიშვილი
კომენტარები