თურმე ემა უოტსონი და რუპერტ გრინტი "ჰარი პოტერიდან" წამოსვლაზე ფიქრობდნენ
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის ფილმის გამოსვლიდან 20 წელი გავიდა. ამ განსაკუთრებული თარიღის აღსანიშნავად, 2022 წლის პირველ იანვარს სპეციალურ გადაცემას, სახელად Harry Potter 20th Anniversary: Return to Hogwarts ვიხილავთ. როგორც ჩანს, გადაცემა საინტერესო კადრს მიღმა ფაქტების გამხელის გარეშე არ ჩაივლის.
მაგალითად, როგორც უცხოური მედიები წერენ, ემა უოტსონმა და რუპერტ გრინტმა გაგვიმხილეს, რომ ჰერმიონისა და რონის როლების შესრულებამ თავს წარმოუდგენელი წარმატება დაატეხათ, რაც მათთვის სტრესული აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ ემა და რუპერტი ფილმებიდან წამოსვლაზე ფიქრობდნენ.
როგორც ჩანს, ეს გრძნობა არც დენიელ რედკლიფისთვის ყოფილა უცხო:
"ამის შესახებ არასდროს გვისაუბრია. ალბათ, ამ ფიქრებს დამოუკიდებლად, ჩვენით ვუმკლავდებოდით. ვერ წარმოგვედგინა, რომ, სავარაუდოდ, ყველას მსგავსი გრძნობები გვქონდა", — ამბობს დენიელი.
სტრესსა და შფოთვაზე, რომელთან გამკლავებაც ემა უოტსონს უხდებოდა, რეჟისორმა დევიდ იეტსმა და ტომ ფელტონმაც ისაუბრეს. რეჟისორის თქმით, კარგად ახსოვს, როგორ საუბრობდნენ პროდიუსერები იმაზე, თუ როგორ მერყეობდა ემა მომდევნო ფილმებში დაბრუნებაზე. ტომ ფელტონმა, რომელიც ფილმებში დრაკო მალფოის განასახიერებს, აღიარა, რომ ემა მთავარი როლების შემსრულებლებს შორის ერთადერთი გოგო იყო და თავსაც სხვებთან შედარებით მარტოსულად გრძნობდა.
"ხალხს დაავიწყდა, რამდენად მძიმე საქმეს შეეჭიდა და რა კარგად გაართვა ამ ყველაფერს თავი. დენსა და რუპერტს ერთმანეთი, მე კი ჩემი მეგობრები მყავდა მაშინ, როცა ემა არა მხოლოდ ყველაზე პატარა, არამედ მარტოსულიც იყო", — იხსენებს ტომ ფელტონი.
ამის მიუხედავად, ემამ აღიარა, რომ საბოლოოდ არავის დარწმუნება არ დასჭირდა და ფილმებში დარჩენა კოლეგებისა და ფანების მხარდაჭერის გამო გადაწყვიტა.
"ფანებს გულწრფელად უნდოდათ, რომ საქმე კარგად გამეკეთებინა, ჩვენ კი გულწრფელად ვუჭერდით ერთმანეთს მხარს. მშვენიერია, არა?" — ამბობს ემა.
პირველ იანვრამდე სულ ცოტა დრო რჩება და ჩვენც ერთი სული გვაქვს, როდის გავიგებთ უფრო მეტს ჩვენი საყვარელი მსახიობების შესახებ!
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
კომენტარები