გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მკურნალობა არის აბსოლუტურად შესაძლებელი — ხოშტარია
დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა გორის ჰოსპიტალში აბსოლუტურად შესაძლებელია. მისი თქმით, ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის სიცოცხლის გადარჩენა.
"გორის ჰოსპიტალზე მე მქონდა კონსულტაცია ექიმებთან, არაერთ პროფესიონალთან. მე არ ვარ ამის სპეციალისტი და ჩემთვის გორის ჰოსპიტალი არის ის ადგილი, სადაც მისი მკურნალობა არის აბსოლუტურად შესაძლებელი. კიდევ ერთხელ, ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა. ეს არ არის პოლიტიკური დღის წესრიგი, ეს არ არის პოლიტიკური თამაში. ეს არის სიცოცხლის გადარჩენა. მე არ ვიცი, ამაზე უფრო ფასეული, რა შეიძლება იყოს", — თქვა ხოშტარიამ TV პირველის ეთერში.
ხოშტარია, ასევე, აღნიშნავს, რომ ის ამ საკითხში არცერთ ქართული ოცნების წევრს ჯიბრში არ უდგება და ამბობს, რომ სააკაშვილის გადაყვანა აუცილებელია კლინიკაში.
ელენე ხოსტარია სააკაშვილის სამოქალაქო, მრაალპრიფილურ საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით მე-16 დღეა შიმშილობს.
მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალს საფრთხედ მიიჩნევს. ამაზე ის 11 ნოემბერს გამოქვეყნებულ წერილში წერდა. საფრთხის მიზეზად ის რამდენიმე კილომეტრში საოკუპაციო ხაზისა და სპეცდანიშნულების დანაყოფები ყოფნას ასახელებს.
1-ელ ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა, შემდეგ კი "ოსური სპეცრაზმის" მიერ მისი გატაცება იგეგმებოდა.
აღსანიშნავია, რომ 15 ნოემბერს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კახა კუჭავამ განაცხადა, რომ ოპოზიციამ მას სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადასაყვანად შუამდგომლობას სთხოვდა. კუჭავას მტკიცებით, ამ შეთავაზებიდან მეორე დღეს თავად ოპოზიციამ გააჟღერა ინფორმაცია, თითქოს ეს იდეა ქართულ ოცნებას ეკუთვნოდა და ისინი სააკაშვილის ოსებისთვის გადაცემას აპირებდნენ.
ხოლო პარტია ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის იდეა არა ოპოზიციას, არამედ პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის.
დღეს ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ მე-18 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილი ოთახიდან გასვლისას "მოსხლეტით წაიქცა და გადააწვინეს საწოლზე", ამასთან მან თქვა, რომ ხელით გაუხსნეს თვალები. ამის შემდეგ პენიტენციურმა გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და "ცოტა ხანში ექიმი რეანიმატოლოგი გააკეთებს კომენტარს მედიისთვის". რეანიმატოლოგმა კი თქვა, რომ ექსპრეზიდენტი რეანიმაციაშია. მისივე თქმით, პაციენტმა მცირე ხნით გონება დაკარგა. ასევე, ჰქონდა მაღალი წნევა და ახლა "აბსოლუტურად სტაბილურ" მდგომარეობაშია.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები