ჩვენ უკანონოდ არავინ ჩაგვიწერია, არც მე და არც გახარიას — მეზვრიშვილი
პარტია საქართველოსთვის წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მას და ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას უკანონოდ არავინ ჩაუწერიათ და მასალები არ დაუარქივებიათ. მისივე თქმით, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ჭორაობას თავი უნდა დაანებოს.
"ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რაც ჩვენ გაგვიკეთებია. ჩვენ უკანონოდ არავინ ჩაგვიწერია, არც მე და არც გახარიას. ჩვენ უკანონო ჩანაწერები არ დაგვიარქივებია და ეს ჩემთვისაც და ბატონი გახარიასთვისაც, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, მიუღებელია.
სახელმწიფო არის იმისი სახელმწიფო, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, ნება უნდა იბოძოს და ეს ჭორაობა, რაც მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, ავთენტურია ჩანაწერები, არ არის ავთენტური, ენმ-მ გამოიტანა, ოპოზიციის სხვა წარმომადგენელმა გამოიტანა, თუ სუს-იდან გაჟონა, თუ ჟურნალისტმა გამოიტანა - ბევრი ვერსია მოვისმინეთ, ნება უნდა იბოძოს და ამას წერტილი უნდა დაუსვას. [...]
არაფრის არ გვეშინია, არც პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, გამოვიდნენ, გამოძიება დაიწყონ, მათ შორის, მომზადების ნაწილზე, სათანადოდ ჩაატარონ, როგორ გამოვიდა ეს სუს-იდან, ავთენტურია თუ არა", — თქვა ნათია მეზვრიშვილმა მთავარი არხის ეთერში.
იმავე გადაცემაში ისაუბრა გიგი უგულავამ, მისი თქმით, მეზვრიშვილის მხრიდან მესამე პირში საუბარი არასწორია, რადგან დღეს გახარიას გუნდის წევრები, წარსულში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ ქართული ოცნების გუნდში.
"უკვე ამოვიდა ყელში ეს თუთიყუშივით დაზეპირებული მესიჯბოქსებით საუბარი. ეს ზოგადი საუბრები ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რაზე იღებს პასუხისმგებლობას, ქალბატონი ნათია იყო პროკურორი ჩემ შვილთან, მაშინ არასრულწლოვან ტასოსთან საუბარი რომ გამომიქვეყნეს. ამაზე იღებს პასუხისმგებლობას? პროკურორი იყო და ბრიფინგებს ატარებდა პროკურატურის სახით. ან ვაჟბატონი გახარია, ჯერ შშს-ს მინისტრი იყო და მერე პრემიერმინისტრი იყო და მისი დანიშნული ხალხი. ბოლოს და ბოლოს ის ხოჯევანიშვილი მაგ პარტიაში რომ უზით სად მუშაობდა? სუს-ში იყო მოადგილე მივლენილი გახარიას ხელით", — თქვა უგულავამ მთავარი არხის ეთერში.
13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.
- მედიის ოთხმა წარმომადგენელმა გავრცელებულ ჩანაწერებში საკუთარი საუბარი ამოიცნო
- რაც ვნახე მესენჯერიდან არის ძალიან ბევრი რამე — კვესიტაძე გავრცელებულ ჩანაწერებზე
- ხაზარაძე გავრცელებული ჩანაწერების ნამდვილობას ადასტურებს
- ტაბულას რედაქტორმა გავრცელებულ ფაილებში საკუთარი საუბარი ამოიცნო
ატვირთულია Word-ის ასობით ფაილი და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ავთენტურია, ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურები სწავლობენ სასულიერო პირების საჯარო და პირად კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს და აგროვებენ კომპრომატებს პირადი ცხოვრების შესახებაც, მათ შორის, საუბარია ჰომოსექსუალურ კავშირებზე. ფაილებს შორის არის ინფორმაცია რუსული კონტაქტების, ასევე, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულების შესახებ.
ჩანაწერების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას. უწყებამ მოუწოდა მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები