შეიძლება კარიერა დაასრულოს — ბრიტნი სპირსის მენეჯერმა მომღერალთან მუშაობა შეწყვიტა
ბრიტნი სპირსის მენეჯერმა, ლარი რუდოლფმა, რომელიც მომღერალთან 1990-იანი წლების შემდეგ მუშაობდა, თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ მომღერალმა, შესაძლოა, საკუთარი კარიერა დაასრულოს.
ბრიტნის მეურვეებისათვის, ჯეიმს სპირსისა და ჯოდი მონტგომერისათვის, გაგზავნილ წერილში, რუდოლფი წერს:
"ორწელიწადნახევარი გავიდა, რაც მე და ბრიტნიმ ვილაპარაკეთ და მან მითხრა, რომ განუსაზღვრელი დროით სურდა შემოქმედებითი პაუზის აღება. სულ ცოტა ხნის წინ კი შევიტყვე, რომ ბრიტნიმ საკუთარი კარიერის დასრულების სურვილი გააჟღერა.
"როგორც იცით, მე არც მეურვეობის ნაწილი არ ვყოფილვარ არასდროს და არც მის საქმეებში ჩავრეულვარ. შესაბამისად, დეტალებზე საუბარი ჩემი პრეროგატივა არაა. ბრიტნის მენეჯერი მე მისივე თხოვნით გავხდი, რათა კარიერის მართვაში დავხმარებოდი. როგორც მის მენეჯერს, მიმაჩნია, რომ ბრიტნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რომ მისი გუნდი ახლა დავტოვო, რადგან ჩემი პროფესიული საჭიროება აღარ არსებობს".
წერილის დასასრულს რუდოლფმა დასძინა, რომ ბრიტნის "ჯანმრთელობასა და ბედნიერებას უსურვებს".
ეს გადაწყვეტილება ამერიკელი პოპვარსკვლავის გარშემო არსებულ ხმაურს მოჰყვა. ბრიტნი 2008 წლის შემდეგ სასამართლოს მიერ განსაზღვრული მეურვეობის ქვეშ იმყოფება, რის გამოც მამამისი მის ქონებასა და კარიერას უკვე წლებია, განკარგავს.
სპირსმა მეურვეობის შეწყვეტის მოთხოვნით ლოს-ანჯელესის სასამართლოს ივნისის თვეშიც მიმართა და განაცხადა, რომ მამისა და სხვა მეურვის ხელში თავს "დამონებულად" გრძნობს. მომღერალმა ისიც აღნიშნა, რომ მამამისისგან "ტრავმირებულია" და მან ცუდი გავლენა იქონია მის მენტალურ ჯანმრთელობაზე. პოპვარსკვლავმა ასევე ფანებს ბოდიში მოუხადა, "რომ ატყუებდა, თითქოს კარგად იყო". ამასთან, დასძინა, რომ "ბედნიერი არაა; ტრავმირებული და განრისხებულია".
მიუხედავად ბრიტნის მრავალწლიანი მოთხოვნისა და უამრავი ადამიანის მხარდაჭერისა, სასამართლომ მომღერალი მეურვეობისგან არც ამჯერად გაათავისუფლა.
თუკი ბრიტნი კარიერას თავს დაანებებს, ამით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ამერიკელი პოპვარსკვლავის მოღვაწეობა დასრულდება. ბრიტნის ცხრიდან ექვსი ალბომი აშშ-ში ჩარტების ლიდერი იყო, მისი სიმღერები კი — ...Baby One More Time, Oops! … I Did It Again და Toxic — საუკუნის მსოფლიო ჰიტებად და თანამედროვე პოპმუსიკის განმსაზღვრელ ნამუშევრებად იქცა. მომღერლის ამ დროისთვის ბოლო სტუდიური ალბომი, Glory, 2016 წელს გამოვიდა.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
კომენტარები