როგორც ჩანს, მას აქვს განცდა, რომ ხელისუფლებამ შეიცვალა საგარეო კურსი — სამადაშვილი საბანაძის გადადგომაზე
ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ნატალია საბანაძის თანამდებობიდან გადადგომა, ხელისუფლების მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას უკავშირდება.
"იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია და ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში ევროკავშირის მცდელობას, რომ მოეძებნა გამოსავალი, ქართულმა ოცნებამ უპასუხა მტკიცე უარით, ფაქტობრივად, უარი თქვა ევროკავშირის გამოწვდილ ხელზე, ევროკავშირში ჩვენი ელჩის განცხადება, რომ ევროკავშირში ქვეყნის მომავალს ალტერნატივა არ აქვს და თანამდებობიდან გადადგომა, მე ვფიქრობ, არის პირდაპირ განაცხადი იმის შესახებ, რომ როგორც ჩანს, მას ძალიან მტკიცედ აქვს განცდა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ შეიცვალა საგარეო პოლიტიკური კურსი", — განაცხადა სალომე სამადაშვილმა მთავარი არხის ეთერში.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ თანამდებობა დატოვა. განცხადებაში, რომელიც მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ვკითხულობთ, რომ იგი ყოველთვის იბრძოლებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პროცესში აქტიურად არის ჩართული ევროკავშირი. საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩების, კარლ ჰარცელისა და კელი დეგნანის ფასილიტაციით მიმდინარე მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ, პროცესში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ჩაერთო. მან მოლაპარაკებები ფალისიტაციიდან მედიაციის პროცესში გადაიყვანა და მხარეებს 6-პუნაქტიანი გეგმის ირგვლივ მსჯელობა შესთავაზა.
მიშელმა საქართველოდან გამგზავრების შემდეგ ქვეყანაში პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოგზავნა. ერთკვირიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, დანიელსონი ბრიუსელში ისე დაბრუნდა, რომ ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა.
კრისტიან დანიელსონის ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ, ევროპალამენტარმა, რაისა იუკნევიჩიანემ განაცხადა, რომ საქართველომ ევროპის გაწვდენილი ხელი არ მიიღო.
გაიგეთ მეტი:
- ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
- "ოცნების" პოზიციების გადასინჯვა აუცილებელია, რომ მოლაპარაკების პროცესი წინ წავიდეს — სამადაშვილი
- უნდა გადავიდეთ ახალ დღის წესრიგზე, შეუძლებელია, თვეები გრძელდებოდეს ხელოვნური კრიზისი — მდინარაძე
- "ოცნებას" უნდოდა, ტექსტში ყოფილიყო ჰაერი, რომელსაც რეფორმად მოგვიყვანდნენ — ჯაფარიძე
-
-
გადახედვა15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, 134 დაკავებული პირის შესახებ შემოვიდა შეტყობინება — საია 15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, 134 დაკავებული პირის შესახებ შემოვიდა შეტყობინება — საია
-
გადახედვასერიალ Baby Reindeer-ის რეალური სტალკერი ნეტფლიქსისთვის ჩივილს აპირებს სერიალ Baby Reindeer-ის რეალური სტალკერი ნეტფლიქსისთვის ჩივილს აპირებს
-
გადახედვარატი ბრეგაძეს თავისი გერმანელი პროფესორი სწერს, გაიწვიონ რუსული კანონი რატი ბრეგაძეს თავისი გერმანელი პროფესორი სწერს, გაიწვიონ რუსული კანონი
-
გადახედვაბეჭდების მბრძანებლის ახალი ფილმების მთავარი გმირი გოლუმი იქნება ბეჭდების მბრძანებლის ახალი ფილმების მთავარი გმირი გოლუმი იქნება
-
გადახედვა"ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის სირცხვილი იქნებოდა" — ზურაბიშვილი "ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის სირცხვილი იქნებოდა" — ზურაბიშვილი
-
გადახედვა"გოჩა ჯავახიშვილმა, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა" — დარჩიაშვილი "გოჩა ჯავახიშვილმა, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა" — დარჩიაშვილი
-
გადახედვადემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
-
გადახედვამშვენიერაძე: Airsoft ვისაც უთამაშია, ხომ ყველა ხვდება რა არის ფოტოზე? სათამაშო იარაღები, რომლებიც პატარა პლასტმასის ბურთებს ისვრის მშვენიერაძე: Airsoft ვისაც უთამაშია, ხომ ყველა ხვდება რა არის ფოტოზე? სათამაშო იარაღები, რომლებიც პატარა პლასტმასის ბურთებს ისვრის
-
გადახედვაათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია ათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია
-
გადახედვასახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით
-
გადახედვაუჩა აბაშიძის დაკავების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს უჩა აბაშიძის დაკავების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვანოდარ მელაძე — ტელეკომპანია პირველთან არის ჩასაფრება, გარე ტერიტორიაზე დგას 2 ჯიპი, ნიღბიანი ადამიანებით ნოდარ მელაძე — ტელეკომპანია პირველთან არის ჩასაფრება, გარე ტერიტორიაზე დგას 2 ჯიპი, ნიღბიანი ადამიანებით
-
გადახედვაიმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
-
გადახედვაპოლიციამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეები დააკავა პოლიციამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეები დააკავა
-
გადახედვაბორის ჩელე ყურუა: მცემეს, მეც ვურტყი, მაგრამ ყველას რაღაცა ეჭირა და მომერივნენ ბორის ჩელე ყურუა: მცემეს, მეც ვურტყი, მაგრამ ყველას რაღაცა ეჭირა და მომერივნენ
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: ჩელეს დახვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ ზურაბ ჯაფარიძე: ჩელეს დახვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
-
გადახედვასაია საგამოძიებო უწყებებს მიმართავს: ეს ცალსახად უჩა აბაშიძის დაცვის უფლების შეზღუდვაა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია საია საგამოძიებო უწყებებს მიმართავს: ეს ცალსახად უჩა აბაშიძის დაცვის უფლების შეზღუდვაა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია
-
-
გადახედვა"უჩა აბაშიძეს შეუვარდა პოლიცია, არ უშვებენ ტელეფონთან, არ არეკინებენ ადვოკატთან" — აბაშიძის ყოფილი ცოლი, დოდი ხარხელი "უჩა აბაშიძეს შეუვარდა პოლიცია, არ უშვებენ ტელეფონთან, არ არეკინებენ ადვოკატთან" — აბაშიძის ყოფილი ცოლი, დოდი ხარხელი
კომენტარები