თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები კომენდანტის საათს აპროტესტებენ
თბილისში, თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვენ. მათი განცხადებით, როცა ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია და სხვა შეზღუდვებიც იხსნება, გაურკვეველია, რატომ რჩება ძალაში კომენდანტის საათი.
"ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს — დაუყოვნებლივ მოიხსნას კომენდანტის საათი, რომელიც არანაირ ლოგიკაში აღარ ჯდება. გვინდა საკოორდინაციო საბჭო შეიკრიბოს რაც შეიძლება მალე და ეს პოზიცია იყოს გამჭვირვალე. მოსახლეობის დაინტერესება ძალიან დიდი და გვინდა მოვისმინოთ არგუმენტი, რატომ არის 4%-ზე ნაკლები დადებითობის მაჩვენებლის შემდეგ გაგრძელებული ეს კომენდანტის საათი, როცა ვხედავთ, რომ ყველა შეზღუდვა მოხსნილია. ჯანმრთელობა მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობა არ არის და ფსიქოლოგიური და მენტალური ჯანმრთელობა ასევე ჯანმრთელობაა. რა რეკომენდაციებიც იყო, ყველაფერს ვითვალისწინებდით, მაგრამ როდესაც ყველა შეზღუდვა ნელ-ნელა იხსნება, კომენდანტის საათი დატოვებულია მართვის ბერკეტად, რასაც არც ერთი მოქალაქე არ დავუშვებთ", — ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ბებე სისიკაშვილი On.ge-სთან.
კიდევ ერთი მოქალაქე აღნიშნავს, რომ როცა ყველა რეგულაცია მოხსნილია და ხალხს ისედაც აქვს ერთმანეთთან კომუნიკაცია, ასევე, "ნახევარ თბილისს საშვები აქვს და ჩვეულებრივად მოძრაობენ", გაუგებარია, რატომ ეზღუდებათ უფლებები სხვა მოქალაქეებს.
"აქ მოვედი იმისთვის, რომ გავაპროტესტო ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა. ყოველი 9 საათის შემდეგ ქვეყანაში დიქტატურა იწყება და ამის არგაპროტესტება შემაწუხებს რამდენიმე წლის მერე, ამ პერიოდს რომ გავიხსენებ", — ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.
თავისუფლების მოედანზე მივიდნენ სირცხვილიას აქტივისტებიც. შოთა დიღმელაშვილის თქმით, კომენდანტის საათი არ არის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ხელისუფლება მას ძალაში პოლიტიკური მიზნებით ტოვებს.
"ვაპროტესტებთ კომენდანტის საათს, რომელიც უკვე იმისთვის არის დატოვებული, რომ პროტესტს შეეშალოს ხელი და არა კორონას გავრცელებას. ტრანსპორტი რომ გახსნილია, პიკის საათი ახლოვდება, გადაჭედილ ტრანსპორტში რანაირად ხდება [რეკომენდაციების დაცვა]. მეცნიერულ საფუძველს გამოცდილია, კი მოჰყავთ სხვა ქვეყნების მაგალითები, მაგრამ იქ არის კომპლექსურად გააზრებული და არც იქ არ ნიშნავს კომენდანტი იმას, რომ ძაღლის გასეირნება არ შეგიძლია ან დარღვევა, რეგისტრირდები ჩვეულებრივად. მეორე — ეს კომენდანტის საათის არის არაკონსტიტუციური, შეკრებისა და გამოხატვის თვისუფლებას არ უნდა კრძალავდნენ", — ამბობს დიღმელაშვილი.
საქართველოს დიდ ქალაქებში ღამის საათებში გადაადგილება 4 თვის წინ, 2020 წლის 9 ნოემბრიდან შეიზღუდა.
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
კომენტარები