ევროპულ საქართველოში სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება
ევროპულ საქართველოში სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება. ამის შესახებ On.ge-ს პარტიის ლიდერებმა განუცხადეს. პარტიის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს მას შემდეგ დავუკავშირდით, რაც წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ის ევროპული საქართველოდან წასვლას აპირებს. პარტიის არცერთი ლიდერი ამას არ გვიდასტურებს, თუმცა საუბრობენ სტრუქტურულ ცვლილებებზე.
"პარტიაში ცვლილებები იგეგმება, მაგრამ წასვლის ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ. ცვლილებები შეეხება პარტიის სტრუქტურას და სამომავლო გეგმებს. მეტ დეტალებს ამ ეტაპზე ვერ მოგაწვდით", — უთხრა დავით ბაქრაძემ On.ge-ს.
პარტიის თავმჯდომარემ იქვე განმარტა, რომ საერთო ოპოზიციურ პრინციპულ საკითხებზე, მაგალითად, პარლამენტში არშესვლაზე, პოზიციები უცვლელია.
"ყველა წევრის და პირადად ჩემი მხრიდანაც ბოიკოტი ძალაშია და შეცვლა არ განიხილება", — განაცხადა მან.
ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერიაც ამბობს, რომ ბაქრაძის წასვლის შესახებ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს, ბოკერიას თქმით, ამაზე არჩევნების შემდეგ დაიწყეს მსჯელობა და აქტიური დისკუსია მიმდინარეობს.
"თუ რამე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ბუნებრივია, ეს მოხდება პარტიაში შიგნით, დისკუსიის შედეგად და საჯაროდ გახდება ცნობილი. ამ ეტაპისთვის არანაირი პერსონალური საკითხები არ არის განხილული და გადაწყვეტილი", — ამბობს ის.
On.ge-ს კითხვას, არის თუ არა მსჯელობა პარტიულ თანამდებობებზე მყოფი ადამიანების და მათ შორის, დავით ბაქრაძის, გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიას ცვლილებაზე, პარტიის ლიდერი პასუხობს, რომ მსჯელობა ყველაფერზე იქნება, მაგრამ პარტიიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება არავის მიუღია.
"ყველაფერს განვიხილავთ, იმის მიხედვით, რას ჩათვლის პარტია საჭიროდ მომავლისთვის".
ამის შემდეგ გიგა ბოკერიას ვკითხეთ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შესაძლოა, პარტიის ლიდერები შეიცვალონ. მან ასე გვიპასუხა:
"მე ასეთი რამ არ მითქვამს. ყველა თემაზე ვმსჯელობთ, როგორ ჯობია და ეს მსჯელობა რითი დასრულდება... მე როგორ უნდა გადავწყვიტო მთელი პარტიის ნაცვლად, მთელი ქვეყნისთვის და მათ შორის, ჩვენი პარტიისთვის ასეთი გამოწვევების დროს, პარტია მსჯელობს, როგორი უნდა იყოს სტრატეგია, ტაქტიკა".
გიგა ბოკერიაც ხაზს უსვამს, რომ განსახილველ საკითხებს შორის არ არის ბოიკოტი და ამაზე პოზიციას არ შეიცვლიან.
კითხვას, შიდა დისკუსიის მიზეზი გახდა თუ არა ის შედეგიც, რომელიც აქვს ევროპულ საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბოკერია დადებითად პასუხობს.
"მათ შორის. კი, ეს არჩევნები არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას და ივანიშვილის ხელისუფლებას არ მიუღია უმრავლესობის მანდატი, ეს მანიპულაციების შედეგად მოხდა, მაგრამ ჩვენ უკმაყოფილო ვართ ჩვენი პარტიის შედეგით ამ მანიპულაციების მიღმაც და ამაზე სრული კონსენსუსია. თუ არჩევნების შემდეგ, მანიპულაციების გათვალისწინებით, არ არის მიღწეული ის შედეგი, რაც იგეგმებოდა, ყველა პასუხისმგებლიანი პარტიის საქმეა, იმსჯელოს, როგორ უნდა იმოქმედოს იმ რეალობის გათვალისწინებით, როგორც მოქმედებს ივანიშვილის ხელისუფლება", — ამბობს ბოკერია.
რაც შეეხება პოლიტსაბჭოს წევრებს, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა გოგორიშვილმა გვითხრა, რომ წესდების მიხედვით, ყოველი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტსაბჭო ხელახლა კომპლექტდება და ეს დამოკიდებულია იმაზე, რა შედეგები აჩვენეს რაიონულმა ორგანიზაციებმა, მაჟორიტარობის დეპუტატებმა არჩევნებზე.
"შესაბამისად, დაითვლება და ვისაც მოუწევს, რომ იყოს პოლიტსაბჭოს წევრი... შეიძლება ახლებს უკეთესი შედეგი ჰქონდეთ, ვიდრე სხვებს და ან პირიქით, ვიღაცები აღარ იქნებიან პოლიტსაბჭოს წევრები", — ამბობს გოგორიშვილი.
მისივე თქმით, წესდების მიხედვით, ცვლილება მხოლოდ პოლიტსაბჭოს წევრებს ეხება და არა თავმჯდომარეს ან სხვა ლიდერებს. აქვე, გოგორიშვილი ამბობს, რომ ამ წესდების მიღმა პარტიაში ცვლილებები დაგეგმილი არ არის.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით, ევროპულმა საქართველომ 2020 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 3,79% მიიღო. რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, მეორე ტურში პარტიის ორი წარმომადგენელი გადავიდა, თუმცა ოპოზიციამ არჩევნების მეორე ტურში პროტესტის ნიშნად მონაწილეობა არ მიიღო და ბოიკოტს უცხადებს პარლამენტსაც, რადგან მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა. მმართველი გუნდის ოპონენტებს პარლამენტში შესასვლელად სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ: ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება. ამ დროისთვის, ქართული ოცნების პარლამენტში მხოლოდ პარტია მოქალაქეების ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, ასევე, პრორუსული პატრიოტთა ალიანსის სიით გასული რამდენიმე დეპუტატი შევიდნენ.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები