2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სარჩელი ძირითადად დააკმაყოფილა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ აგვისტოს 2008 წლის ომზე საქართველოს ყველა ძირითადი სარჩელი დააკმაყოფილა. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლო გაიზიარა საქართველოს პოზიცია და ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის (კონვენციის მე-3 მუხლი) რუსეთი დაადანაშაულა.
სასამართლოს დიდმა პალატამ, კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად, რაც სიცოცხლის უფლებას გულისხმობს, ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისთვის რუსეთის პასუხისმგებლობა დაადგინა.
რა დაადგინა სასამართლომ?
- 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის და ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის იურისდიქცია არსებობდა და შესაბამისად, საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა მას დააკისრა;
- სტასბურგის სასამართლომ 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ, ასევე, დაადგინა, რომ რუსეთისა და მის კონტროლს ქვეშ მყოფი ძალების მხრიდან ადმინისტრაციული პრაქტიკა არსებობდა, რომელიც ევროპული კონვენციის მე-2, მე-3, მე-8 მუხლსა და პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლს ეწინააღმედეგობოდა;
- ერთხმად დადგინდა, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მოქალაქე სამოქალაქო პირების თვითნებურ დაკავებასაც ჰქონდა ადგილი (კონვენციის მე-5 მუხლი);
- სამხრეთ ოსური დაჯგუფებების მიერ ქართველი სამხედრო ტყვეების დაკავებაზე სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ეს რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ კონვენციის მიზნებისთვის ექცევა;
- სასამართლოს გადაწყვეტილებაში, აგრეთვე, ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში დაბრუნებაზე ხელი შეუშალეს, კრემლის იურისდიქციის ქვეშ მოექცნენ;
- დიდმა პალატამ, ასევე, დაადგინა, რომ ადმინისტრაციული პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა არ აქვთ, რუსეთის ფედერაციამ შექმნა (კონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).
აღნიშნული გადაწყვეტილება 17 მოსამართლისგან შემდგარმა სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო, რომელიც არ საჩივრდება.
რაც შეეხება რუსეთის მიერ ზიანის ანაზღაურებას, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, ის ცალკე პროცედურით გადაწყდება და მხარეებს პოზიციების წარსადგენად 1 წელი ექნებათ.
ლორთქიფანიძის თქმით, სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
"ამასთან ერთად, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა ქართველების ეთნიკური წმენდა განახორციელა. დიდმა პალატამა, ასევე, დაადგინა, რომ რუსეთმა სასამართლოსთან არ ითანაშმრომლა, რაც არის კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევა", — აღნიშნა ლორთქიფანიძემ სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისივე განცხადებით, ამ და სხვა დარღევევების აღიარებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის მიერ ქართველების წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური წმენდა დასტურდება.
უწყებაში აცხადებენ, რომ ეს ისტორიული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსთვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.
აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებდა. კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები:
- სიცოცხლის უფლება;
- წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა;
- თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება;
- პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება;
- სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება;
- საკუთრების დაცვა;
- განათლების უფლება;
- მიმოსვლის თავისუფლება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საქმეზე არსებითი მხარის განხილვის დაწყების შემდეგ, 2013 წლის 8 ოქტომბრიდან დღემდე, სხვადასხვა წყაროში არსებული დიდი რაოდენობით დოკუმენტი/მტკიცებულება შეისწავლეს. მათი ხარისხის შეფასების შედეგად შეირჩა და სხვადასხვა დროს სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს მხრიდან 700-მდე მტკიცებულება წარედგინა და არაერთი დოკუმენტი შესაბამისი ანალიზითა და არგუმენტებით.
ევროპული სასამართლოს დიდი პალატის წინაშე ბოლო ზეპირი მოსმენა 2018 წლის 23 მაისს გაიმართა.
-
გადახედვა"რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში "რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში
-
გადახედვასაპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს საპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს
-
გადახედვათსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს თსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს
-
გადახედვაშვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას შვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას
-
გადახედვაპოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა
-
-
გადახედვაროგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე
-
გადახედვაკობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები კობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები
-
-
გადახედვაზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან ზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძის თქმით, მასზე თავდასხმა სცადეს ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მასზე თავდასხმა სცადეს
-
გადახედვაბრიტანეთის საელჩო: მიიღეთ ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება ბრიტანეთის საელჩო: მიიღეთ ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება
-
გადახედვაწუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით, 11 ადამიანი დააკავეს წუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით, 11 ადამიანი დააკავეს
-
გადახედვაგახარიას პარტიის დეპუტატებმა, მუქარის ფაქტის გამოძიებისთვის, პროკურორს მიმართეს გახარიას პარტიის დეპუტატებმა, მუქარის ფაქტის გამოძიებისთვის, პროკურორს მიმართეს
-
გადახედვაჰიპ-ჰოპ არტისტები რუსული კანონის საპროტესტო აქციების მხარდასაჭერ კონცერტს გამართავენ ჰიპ-ჰოპ არტისტები რუსული კანონის საპროტესტო აქციების მხარდასაჭერ კონცერტს გამართავენ
-
გადახედვახაზარაძე აცხადებს, რომ შეიქმნება ფონდი იმ ადამიანის დასახმარებლად, ვისაც ღია პოზიციის დაფიქსირების გამო, საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლებენ ხაზარაძე აცხადებს, რომ შეიქმნება ფონდი იმ ადამიანის დასახმარებლად, ვისაც ღია პოზიციის დაფიქსირების გამო, საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლებენ
-
-
გადახედვა15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, 134 დაკავებული პირის შესახებ შემოვიდა შეტყობინება — საია 15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, 134 დაკავებული პირის შესახებ შემოვიდა შეტყობინება — საია
-
გადახედვასერიალ Baby Reindeer-ის რეალური სტალკერი ნეტფლიქსისთვის ჩივილს აპირებს სერიალ Baby Reindeer-ის რეალური სტალკერი ნეტფლიქსისთვის ჩივილს აპირებს
-
გადახედვარატი ბრეგაძეს თავისი გერმანელი პროფესორი სწერს, გაიწვიონ რუსული კანონი რატი ბრეგაძეს თავისი გერმანელი პროფესორი სწერს, გაიწვიონ რუსული კანონი
-
გადახედვაუჩა აბაშიძე პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს — სახალხო დამცველის აპარატი უჩა აბაშიძე პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები