არ აქვს მოგზაურობის ისტორია, მაგრამ ჰქონდა კონტაქტი ადამიანთან, ვისაც ჰქონდა მოგზაურობის ისტორია — იმნაძე ახალ შტამზე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, იმ ადამიანს, ვისაც კორონავირუსის ახალი შტამი დაუდასტურდა, მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია, თუმცა ჰქონდა მის კონტაქტს.
"მას არ აქვს მოგზაურობის ისტორია, მაგრამ მას ჰქონდა კონტაქტი მანამდე, სანამ ავად გახდებოდა, ადამიანთან, ვისაც ჰქონდა მოგზაურობის ისტორია. მოძიებულია იმ ადამიანის ნიმუში, მიმდინარეობს მისი სეკვენირება. ის ადამიანი საქართველოში აღარ არის", — განაცხადა პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.
მან ასევე განმარტა, როგორ დაადასტურეს ახალი შტამი. იმნაძის თქმით, შეისწავლეს საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის ყველა შემთხვევა და სამის გარდა, ყველგან PCR-ის სამი გენიდან სამივე იყო დადებითი, ხოლო ამ სამ შემთხვევაში 2 გენი იყო დადებითი და ერთი უარყოფითი, რის გამოც მათი კვლევა გაგრძელდა, ახალი შტამი კი დადასტურდა მხოლოდ ერთ შემთხვევაში.
"როცა გამოქვეყნდა პირველი მონაცემები, რომ ბრიტანეთში გაჩნდა ასეთი შტამი და სამეცნიერო მტკიცებულებები, რა შემთხვევაში შეიძლებოდა ეს ყოფილიყო, ჩვენ ვნახეთ ყველა დადებითი შემთხვევა საქართველოში, რაც კი იყო ყველა ლაბორატორიაში, იმისთვის, რომ მოგვენახა საეჭვო დადებითი შემთხვევები. საეჭვო დადებითი შემთხვევა არის, თუ სამი გენიდან, რომელიც PCR-ში გამოიყენება სამიზნედ, ორი იყო დადებით და ერთი არა. ასეთი იყო ის სამი შემთხვევა რამდენიმე ათასი დადებითი შემთხვევიდან, რაც იყო საქართველოში მთლიანად. ყველა სხვა შემთხვევა, რომელიც იყო საქართველოში დადებითი, იყო სამივე გენზე დადებითი. იყო სამი შემთხვევა, როცა 2 გენი იყო დადებით, ერთი უარყოფითი და ეს სამი გადაირჩა", — თქვა იმნაძემ.
მისივე განმარტებით, ახალ შტამზეც ტესტირება ტარდება როგორც PCR, ისე ანტიგენ ტესტით. რაც შეეხება იმას, მოქმედებს თუ არა ვაქცინა ამ შტამზეც, იმნაძე ამბობს, რომ პასუხი კვლევების შემდეგ ექნება.
საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი 3 იანვარს დადასტურდა. NCDC-ის ცნობით, პაციენტი 50 წელს გადაცილებული კაცია, რომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თვითიზოლაციაში იმყოფება. გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტებიც.
-
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
კომენტარები