ენმ-სთან და ევროპულ საქართველოსთან არჩევნების გადამოწმებაზე ამდენი დროის დახარჯვა შეცდომა იყო — კობახიძე
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან და ევროპულ საქართველოსთან არჩევნების გადამოწმების საკითხზე ამდენი დროის დახარჯვა შეცდომა იყო. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც იგი განმარტავს, მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ მათ ოპოზიციას რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს: საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლა, საარჩევნო უბნებში დამონტაჟებული კამერის ჩანაწერების გამოყენება და სატელევიზიო დებატები არჩევნებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, აღნიშნული შეთავაზების მიმართ დადებითი პოზიცია ჰქონდათ ცალკეული პარტიების წარმომადგენლებს, რომლებმაც 2020 წლის არჩევნებში პირველად მიიღეს მონაწილეობა და კომისიებში საკუთარი წარმომადგენელი არ ჰყავდათ. კობახიძე ამბობს, რომ მათგან განსხვავებით, ხისტი პოზიცია ჰქონდათ ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს.
"[ეს პარტიები] ყველაზე კარგად უწყიან, რომ არჩევნების გადამოწმება სწორედ, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას დაადასტურებდა. როგორც ჩანს, ჩვენი მხრიდან ამ პარტიებთან არჩევნების გადამოწმების საკითხზე ამდენი დროის დახარჯვა, შეცდომა იყო. გუშინდელ მოლაპარაკებებსა და მოლაპარაკებების შემდეგ გამოიკვეთა, რომ ცალკეული რადიკალური ოპოზიციური პარტიები ჩვენი ელჩების ფასდაუდებელი ძალისხმევის მიუხედავად, ყველა ღონეს ხმარობენ მოლაპარაკებების ჩასაშლელად და პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად შესაქმნელად", — განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, მოლაპარაკების ჩაშლაზე მიუთითებდა ისიც, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების მიუხედავად მათ რამდენიმე ახალი ულტიმატუმი წამოაყენა, რაც "დემოკრატიული სისტემის სტაბილური განვითარების ინტერესებთან" წინააღმდეგობაში მოდის.
"აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას ამოძრავებს ერთადერთი ინტერესი, ეს არის ამბოხი დემოკრატიული, კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ, რომლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად საპარლამენტო საბოტაჟს განიხილავენ", — აღნიშნა კობახიძემ.
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს არის ჩანიშნული. ოპოზიცია პარლამენტში შესვლას კვლავ არ აპირებს. შემჭიდროვებული ვადების პირობებში ელჩების შუამავლობის გრძელდება მოლაპარაკება ქართულ ოცნებასთანაც.
ორივე მხარე აცხადებს, რომ მათ აქვთ თანხვედრა საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით, თუმცა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნისა და პლებისციტის ჩატარების საკითხში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა.
პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა 9 დეკემბერს განაცხადა, რომ საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციების რეფორმებზე შეთანხმების შემთხვევაში პარლამენტში შევა. მის ამ განცხადებას ოპოზიციის ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
კომენტარები