დეკანოიძის თქმით, არ გამორიცხავს, გობეჯიშვილის საქმეზე მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყონ
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, არ გამორიცხავს, რომ გობეჯიშვილის საქმეზე მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყონ.
"შეიძლება ემზადება იმისთვის, რომ ახალი რეპრესიების ტალღა დაიწყოს. მე არაფერს არ გამოვრიცხავ. სისულელეა და ეს არის ნაცვლიშვილის ჩვეულებრივი იდეოლოგიური პროპაგანდა. საზიზღარი ბრალდებით დააკავეს, უახლოესი მეგობრის გარდაცვალება დააბრალეს ამ ორ ადამიანს. ახლა აღმოჩნდა, რომ რაღაცნაირად მოწებება უნდათ ამ პროპაგანდის და ამორალური ბრალდების ჩემთვის ან ჩემი პარტიისთვის. მე არაფერს არ გამოვრიცხავ და საერთოდ დღეს ისეთი სიტუაცია გვაქვს, ალბათ, და ისეთ მიტაცებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერი", — განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
პროკურატურამ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის საქმეზე შეტყობინებების ამონაწერი წარადგინა, რომლებიც მათი თქმით, აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის ბრალეულობას ამტკიცებს.
უწყების მტკიცებით, 2020 წლის 6 ნოემბერს გობეჯიშვილს ხუსკივაძე და კობალაძე ნაციონალური მოძრაობის სახელით შეხვდნენ და ქრთამის სახით 50 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მედიის თანდასწრებით არჩევნების გაყალბებაზე განცხადების გაკეთება შესთავაზეს. მათივე მტკიცებით, ამის შემდეგ გობეჯიშვილს თანამდებობის დემონსტრაციულად დატოვებაც შესთავაზეს, რაზეც მან უარი თქვა და პასუხა მუქარა მიიღო, კერძოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაპატიმრება და მისი და ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორება.
პროკურორაში აცხადებენ, რომ მათ მოპოვებულ მიმოწერაში კობალაძე ხუსკივაძეს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას: "ხატიამ ცესკოს დასაჭერ გამყალბებელთა სიაში შეგიყვანაო, ეს მივწერე". გარდა ამისა, მათი თქმით, კობალაძემ გარდაცვლილს გაუგზავნა მოკლე ტექსტურ შეტყობინებები: "რა ქენი თედო ასეთი, ცესკოს დასაჭერთა სია ვნახე და იქ წერიხარ, ხატიამ ჩაგვაწერინა". შეტყობინებებში დაკონკრეტებული არ არის, თუმცა სავარაუდოა, რომ საუბარია ენმ-ს ლიდერზე, ხატია დეკანოიძეზე.
პროკურატურამ აკაკი კობალაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის 1 ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო აკაკი ხუსკივაძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის 1 ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით 2020 წლის 9 ნოემბერს წარუდგინა.
პროკურორის თქმით, ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული აქვთ.
ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალებაზე ქართულ ოცნებაში 7 ნოემბერს განაცხადეს. პარტიის წარმომადგენელმა გიორგი ხელაშვილმა მაშინვე თქვა, რომ გარდაცვალებამდე გობეჯიშვილს ენმ-ს წარმომადგენლები რეპრესიებით ემუქრებოდნენ. რასაც ისანში ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ სიცრუე და თავხედური ბრალდება უწოდა.
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
კომენტარები