ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის და ისანში მაჟორიტარობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის თქმით, ან ომში ვართ და ვიბრძვით, ან უბრალოდ ვაბარებთ ქვეყანას.

"ან ომში ვართ და ვიბრძვით ან ვაბარებთ ქვეყანას. ან ბოლომდე მივიყვანთ ამ ბრძოლას ან არაფერი გვესაქმება საჯარო პოლიტიკაში. ეს არჩევნები არის არალეგიტიმური და მოპარული.. სამშობლო მანდატზე მეტია. 4 საათზე რუსთაველზე", — წერს დეკანოიძე.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ

გუშინ, 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართა. წელს პირველად, საარჩევნო სისტემა ყველაზე მეტად მიუახლოვდა სრულად პროპორციულს და არჩევნების 120/30 მანდატების თანაფარდობით ტარდება. აღნიშნული 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. იქვე, სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია, ასევე, შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, იგი — 1%-ია.

ოპოზიციური პარტიები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ ეთანხმებიან და ხმების დაცვის მოტივით დღეს, 4 საათზე აქციას აანონსებენ

გაიგეთ მეტი არჩევნებზე: