Mr. Robot - შენ ერთი ხარ თუ ნული?
პოსტი ალაგ-ალაგ შეიცავს პირდაპირ ან ირიბ სპოილერებს, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
REGULATORS LET’S DANCE!
დიდი ხანია კარგი ჰაკერული ფილმი არ გადაუღიათ. ბოლო ასეთი ნამუშევარი 1995 წელს გამოვიდა, როცა ინტერნეტი ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამდა. ჯონი ლი მილერისა და ანჯელინა ჯოლის დუეტმა საკუთარი კვალი დატოვა, მაგრამ ახლა იმდროინდელ მაქინაციებს სევდანარევი ღიმილით ვუყურებთ. მაშინდელ ჰაკერებს ეგონათ, რომ ქალაქიდან ქალაქში უფასოდ დარეკვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი lifehack იყო. კი, ნამდვილად საკულტო ფილმია, მაგრამ რა ვქნათ web 2.0-სა და სოციალური ქსელების ეპოქაში?! ბოლო დროს ბევრი მასალა დაგროვდა გადასაღები: ანონიმური ორგანიზაცია, რომელმაც თავის დროზე უოლ-სტრიტის დაკავებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ვიკილიქსის ამბები, ჟულიენ ასანჟის სკანდალი, სნოუდენი, პანამის დოკუმენტები. ყველა ეს მოვლენა პოპ-კულტურაში თავისებურად შემოვიდა, ნაკლებად წარმატებული ფილმებითა და პოპულარულ ენაზე დაწერილი სტატიებით. როდემდე შეიძლება გვიხსნან, რატომ არის ცუდი პირადი ცხოვრების საჯაროდ გამოტანა და რა ზიანი მოაქვთ დიდ კორპორაციებს? ეს ჩვენც კარგად ვიცით.
Mr. Robot-ის მთავარი გმირი კიბერუსაფრთხოების კომპანიაში მუშაობს, მარტო ცხოვრობს, დადის ფსიქოლოგთან, ნარკოტიკებს იღებს - მოკლედ, მრავალმხრივი პერსონაჟია. სერიალის შემქმნელები არ მალავენ მებრძოლთა კლუბის (Fight Club), გახსოვდეს (Memento), მემანქანის (The Machinist) და მსგავსი ფილმების გავლენას. ლეგენდარული სიმღერის Maxence Cyrin-ის ქავერი Where is My Mind Pixies-ისა და სამყაროს წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების ახლებური ხედვაა, სადაც ცათამბჯენები შიგნიდან ინგრევა, სადაც მარლა სინგერი და მისი თანამოაზრეები კომპიუტერებთან არიან მიმსხდარნი და იქიდან ცდილობენ საშინელი შეთქმულების თეორიის გაშიფრვას. პრობლემა, რომელიც თავის დროზე ჩაკ პალანიკის გმირებმა და დევიდ ფინჩერის საკულტო ფილმმა წამოჭრა, 2015 წელს ტრანსფორმირდა და საინტერესო სერიალად მოგვევლინა.
Mr. Robot-ს ინტერნეტში საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი ატმოსფეროს აქებდა, ზოგი - რემი მალეკის სამსახიობო ოსტატობასა და კრისტიან სლეიტერის ბრწყინვალე დაბრუნებას, ზოგიც რეალისტურმა ჰაკერულმა ისტორიებმა მოხიბლა. ფაქტია, ორი სეზონის განმავლობაში სერიალის პოპულარობა ძალიან გაიზარდა.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები მონოპოლისტურ კორპორაციებთან ბრძოლას დაიწყებენ, პლასტიკურ ბარათებზე უარს იტყვიან, აღარ უპასუხებენ სპამებს და კარგად წაიკითხავენ რეგისტრაციის წესებს.
არა, რა თქმა უნდა.
ამ სივრცეში საკუთარ ნაკვალევს ვერ წაშლი. ჩვენ უკვე იმდენად ვართ თამაშში ჩართული, რომ გვავიწყდება, რა ხდებოდა ინსტაგრამის, სნეპჩეტისა და ელექტრონული ფოსტის ეპოქამდე. ჩვენ ვიპოვეთ სურვილების ამხდენი ქარხანა, სადაც პლასტიკური ბარათის გატარებით შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა, დაიკმაყოფილო ყველაზე უცნაური და გარყვნილი სურვილები და ძილის წინ
ბრაუზერის ისტორია წაშალო. თვალს დავხუჭავთ, დილით კი უამრავი ახალი ამბავი დაგხვდება წასაკითხი, მოსასმენი, სანახავი. ეს ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორიც იყო კვირა დილას ეკლესიაში სიარული ან ოჯახის წევრებთან მოსაწყენი ვახშამი. ჩვენ საკუთარი სახლი სიმშვიდის პირველ წყაროდ ვაქციეთ, ხოლო სწრაფი ინტერნეტი - მის მთავარ ატრიბუტად. მასლოუს პირამიდას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფეხური დაემატა - უწყვეტი კავშირი სამყაროსთან.
ჩვენი დემოკრატია დიდი ხანია "დაჰაკულია". ის გაყიდულ-შესყიდულია ისეთი ადამიანების მიერ, რომლებიც საერთოდ არ ჩანან. ეს სერიალი კონსპირაციის შეთქმულების ზღვარზე გადის. ჩვენი ყოველდღიური ბედნიერება აღარ გვეკუთვნის, ის საჯაროა და ნარცისიზმით დაავადებულნი ვცდილობთ, ყოველდღიურად საინტერესო კუთხით ვაჩვენოთ სურათი ჩვენს follower-ებს. კონტროლის ილუზია გვიქმნის იმ კომფორტის ზონას, სადაც მშვიდად შეგვიძლია სირიის კონფლიქტზე სტატიის კითხვის დროს ვიშოპინგოთ, მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი სტატუსებში და სტარბაქსის ყავით შეიარაღებულები გავემართოთ სისტემის დასანგრევად.
აი, ეს არ მოსწონთ სერიალის მთავარ გმირებს.
მითხარი, რა გტკივა და გეტყვი, რომელი ლინკი გიშველის შენ. მითხარი, რისი მოსმენა გინდა და გეტყვი, ტექსტის რომელი ნაწილი უნდა გააზიარო, რომ უფრო საინტერესო გამოჩნდე. იყიდე რაიმე ამაზონზე და გეტყვი, რამდენ ადამიანს აქვს შენნაირი ინტერესები. მოიწონე სხვისი ცხოვრება და გასწავლი, როგორ შეგიძლია დაემსგავსო მას.
გეცნობა?! კი, რა თქმა უნდა.
რას უზამს ამ ყველაფერს ელიოტ ანდერსონი?!
ის ამერიკელი ფსიქოპატი არ არის, რომ იდეალურად დაალაგოს მოვლენები და სხვების ხარჯზე კიდევ უფრო დაწინაურდეს სოციალურ კიბეზე. ის დამანგრეველია (თუმცა ჯერ კიდევ ბოლომდე არ აქვს გააზრებული), რომელიც ფსიქიკური პრობლემებით, რეალური და გამოგონილი მეგობრებით იბრძვის. ეს ჩვენი საუკუნის ზუსტი ანალიზია: დანგრევა ჩვენი ახალი შენებაა, დეკონსტრუქცია განვითარების ბოლო მონაპოვარია და სანამ ახალ ეტაპზე გადავალთ, მანამდე უნდა მოვასწოროთ ყველაფერი მიწასთან (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით).
პირველი სეზონის შემდეგ ეკრანებს ამოფარებული ჰაკერები გარეთ გამოდიან. სეზონის მთავარი მოტივი საერთაშორისო სკანდალია, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი არიან ჩართული. ბნელი არმია (Dark Army) მეორე ფაზის დაწყებას აპირებს, ხოლო მისი შემქმნელი ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბებულა, რომელი სამყაროა ნამდვილი. ელიოტის, როგორც პერსონაჟის განვითარება ფსიქიკური პრობლემების წარმოჩენის პარალელურად ხდება. ნელ-ნელა მთავარი გმირი საკუთარ წარმოსახვით სამყაროში იძირება.
სერიალის შემქმნელი სემ ისმაილი პოლიტიკური ინტრიგებით მსუბუქად შეზავებულ ჰაკერულ ტრილერს გვთავაზობს. ამიტომაც გამოვიდა მეორე სეზონი იმაზე უფრო შემაწუხებელი (კარგი გაგებით), ვიდრე ამას მაყურებლები მოელოდნენ. სერიალს ბევრი სახასიათო გმირი ჰყავს, რომლებიც ინფორმაციის ორ მხარეს არიან გადანაწილებულნი: ერთნი იცავენ თავიანთ ინტერესებს, მეორენი კი ანგრევენ არსებულ წესრიგს.
სეზონის ბოლო სერიამ მაყურებელი კიდევ ერთხელ დააბნია. ვერავინ ვერ ხსნის, რა და როგორ მოხდა. დეტალებს არ გავამხელ, რადგან არ მინდა იმ ადამიანებს გავუფუჭო ყურების სიამოვნება, ვინც ახლა იწყებს ყურებას. მხოლოდ იმას გირჩევთ, რომ მარველის კინოების მსგავსად, აქაც ტიტრების ბოლომდე უყუროთ ეკრანს. შემდეგი ზაფხული, როცა მესამე სეზონი USA Network-ზე გამოვა, კიდევ ერთხელ აალაპარაკებს არაჰაკერულ სამყაროს ეკრანებს მიღმა ამოფარებულ ადამიანებზე, რომლებიც სისტემის დანგრევას ცდილობენ.
-
გადახედვა"უჩა აბაშიძეს შეუვარდა პოლიცია, არ უშვებენ ტელეფონთან, არ არეკინებენ ადვოკატთან" — აბაშიძის ყოფილი ცოლი, დოდი ხარხელი "უჩა აბაშიძეს შეუვარდა პოლიცია, არ უშვებენ ტელეფონთან, არ არეკინებენ ადვოკატთან" — აბაშიძის ყოფილი ცოლი, დოდი ხარხელი
-
გადახედვაელჩი: ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება — საქართველოსთან ერთად თუ მის გარეშე, დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაზე ელჩი: ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება — საქართველოსთან ერთად თუ მის გარეშე, დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაზე
-
გადახედვამთავრობის წარმომადგენლები ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მიწვევის მიუხედავად, არ მივიდნენ მთავრობის წარმომადგენლები ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მიწვევის მიუხედავად, არ მივიდნენ
-
გადახედვაგოჩა ჯავახიშვილი: მე ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს გოჩა ჯავახიშვილი: მე ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს
-
გადახედვატოივო კლაარი: საით მიდიხარ, საქართველო? ტოივო კლაარი: საით მიდიხარ, საქართველო?
-
გადახედვაკასრაძე: ციხის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი, მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატომ არ აპროტესტებთ იმას? კასრაძე: ციხის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი, მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატომ არ აპროტესტებთ იმას?
-
გადახედვარუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 13 მაისს, 9 საათზე დაიწყება რუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 13 მაისს, 9 საათზე დაიწყება
-
გადახედვანონა ქურდოვანიძე: რა უნდა იცოდეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ან დაგემუქრნენ ნონა ქურდოვანიძე: რა უნდა იცოდეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ან დაგემუქრნენ
-
გადახედვათინა ბოკუჩავა: რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან, დასრულდება ივანიშვილის მარცხით თინა ბოკუჩავა: რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან, დასრულდება ივანიშვილის მარცხით
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო მაისურის ტარების გამო, პოლიციამ მოქალაქეს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა რუსული კანონის საწინააღმდეგო მაისურის ტარების გამო, პოლიციამ მოქალაქეს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა
-
გადახედვა"სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ "სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაიოზვიაკი: ევროკავშირში საქართველოზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული იოზვიაკი: ევროკავშირში საქართველოზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული
-
გადახედვაომბუდსმენი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმაზე: მნიშვნელოვანია, ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი ომბუდსმენი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმაზე: მნიშვნელოვანია, ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ
-
გადახედვა8-9 მაისს აქციების მონაწილე 6 ადამიანი დააკავეს 8-9 მაისს აქციების მონაწილე 6 ადამიანი დააკავეს
-
გადახედვა"დაუშვებელია ქმედება, რომელიც საზოგადოების ნაწილს გაუჩენს შიშს" — სახალხო დამცველი ტელეფონით მუქარის ფაქტებზე "დაუშვებელია ქმედება, რომელიც საზოგადოების ნაწილს გაუჩენს შიშს" — სახალხო დამცველი ტელეფონით მუქარის ფაქტებზე
-
გადახედვაონიანი: მიუვარდნენ ჩემს 14 წლის ბავშვს, ვიღაცამ უბრაგუნა ფანჯრებზე, კარებზე, შეურაცხყოფები აყენა, იგინა და გაიქცა ონიანი: მიუვარდნენ ჩემს 14 წლის ბავშვს, ვიღაცამ უბრაგუნა ფანჯრებზე, კარებზე, შეურაცხყოფები აყენა, იგინა და გაიქცა
-
გადახედვათავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ თავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
კომენტარები