მე-4 გარდაცვლილი და სააღდგომო ლიტურგია კომენდანტის საათის დროს — 18 აპრილის შეჯამება
17 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში
- დადასტურებული შემთხვევა — 2,330,937;
- გარდაცვლილი — 160,755;
- გამოჯანმრთელებული — 596, 537.
მდგომარეობა საქართველოში
- დადასტურებული შემთხვევა — 388;
- გამოჯანმრთელებული —86;
- გარდაცვლილი — 4;
- კარანტინის რეჟიმში — 4901;
- სტაციონარში — 546;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3.
დღის ფაქტი: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
გარდაცვლილი ქალი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ექიმი მის ასაკს არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ 70 წელზე მეტის იყო.
"21:50 წუთზე დაფიქსირდა გარდაცვალება პაციენტის, რომელიც 8 აპრილიდან იწვა ჩვენს კლინიკაში, გადიოდა ინტენსიური თერაპიის კურსს რეანიმაციაში, 13-დან გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. პაციენტს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძრღვთა უკმარისობა, აფსცესები და სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ, რომ გადაგვერჩინა", — ამბობენ კლინიკა მედალფაში, ბათუმში.
დღის ფოტო: სამების საკათედრო ტაძარი კომენდანტის საათის დროს
მსოფლიოში კორონავიირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2.3 მილიონს გადააჭარბა
2019 წლის დეკემბრის შემდეგ, რაც ჩინეთმა ახალი კორონავირუსის შემთხვევები დაადასტურა, დღემდე ვირუსი 211 ქვეყანაში გავრცელდა და ჯამში 2 მილიონ 330 ათასზე მეტი ადამიანი დააინფიცირა.
თითქმის 5 თვეში ინფექციით მთელ მსოფლიოში 160,755 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებული უფრო მეტია — 596,537
რა ხდება მსოფლიოში
- კიევ-პეჩორის ლავრაში კორონავირუსით კიდევ 3 სასულიერო პირი დაიღუპა. გარდა ამისა, ინფექცია დაუდასტურდა 26 ახალ ადამიანს;
- იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 10,000-ს გადააჭარბა, დაღუპულია 222 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში 1 მარტს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა მხოლოდ 243 იყო;
- ჰარვარდის მკვლევარების აზრით, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის ტექსტი დღეში მინიმუმ 500,000 ადამიანს უნდა ჩაუტარონ. ამ დროისთვის დღეში დაახლოებით 150 ტესტირება ტარდება და მათი 20% დადებითია;
- ესპანეთში მკაცრი კარანტინი კიდევ 15 დღით გახანგრძლივდა და 9 მაისამდე გასტანს;
- კორონავირუსის გამო სანდიეგოს კომიკ-კონი გადაიდო. ღონისძიება კალიფორნიაში 23-26 ივლისს უნდა გამართულიყო და მასზე 130 ათასი ადამიანის დასწრება იგეგმებოდა;
- Bloomberg-ის ვარაუდით, შესაძლოა, მსოფლიოში ყავის დეფიციტი შეიქმნას. გამოცემა წერს, რომ მიმდინარე წელს ყავის წარმოება მოთხოვნის შესაბამისი არ ინება და შევსება წინა წლების მოსავლიდან გახდება საჭირო.
დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაში
დღეს ქართულ მედიაში ყველაზე აქტუალური საკითხი სააღდგომო ლიტურგია და პატრიარქის ეპისტოლე იყო. ილია მეორე, ტრადიციულად, მიმდინარე საკითხებს გამოეხმაურა. მსოფლიო პანდემიის დროს ეკლესიაში შეკრებილ მრევლს მან მიმართა, რომ უფლის ნების გარეშე "თმის ერთი ღერიც არ დავარდება" და მით უმეტეს, "სიცოცხლეც და გარდაცვალებაც უფლის ხელშია".
რა ხდება საქართველოში
მიუხედავად სპეციალისტების არაერთი რეკომენდაციისა სახლში დარჩენასთან დაკავშირებით, ეკლესიამ, მთავრობასთან შეთანხმებით, სააღდგომო ლიტურგია მაინც ჩაატარა. ადამიანები ტაძრებში 21:00 საათამდე მივიდნენ.
შესაბამისად, დღის თემად ისევ ეკლესია რჩებოდა — დილიდან დეკანოზ თეოდორე გიგნაძის განცხადება გავრცელდა, რომელმაც აღდგომის ღამეს ღვთისმსახურებაზე მრევლის დასწრების შეზღუდვაზე ილაპარაკა. თუმცა, სპეციალისტების ნაწილის აზრით, მას უფრო მკაფიოდ უნდა ეთქვა, რომ ტაძრებს ჩაკეტავდა.
აქტუალური იყო კიდევ ერთი სასულიერი პირი, ამჯერად ქუთაისიდან. დეკანოზი ილია კარკაძე მთავარი არხის ჟურნალისტს დაემუქრა და მრევლს პირდაპირ მოუწოდა ძალადობისკენ.
"პირდაპირ ბიჭებმა მოჰკიდეთ ხელი და გაკოჭეთ. არ დაგემორჩილებათ? დაიმორჩილეთ", — უთხრა მან ეკლესიაში შეკრებილებს.
დღესვე, ცნობილი გახდა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტის გარდაცვალების შესახებ. გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვიც და 388 შეადგინა. მათგან 86 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა.
სხვა მნიშვნელოვანი ამბები:
- ბერლინის რეისზე რამდენიმე ბილეთის ყიდვა სცადეს, სავარაუდოდ, ფასის მომატების მიზნით — საგარეო
- საქართველოს დაუმორჩილებელი ეკლესია შეზღუდვების მიუხედავად აღდგომას მრევლს უმასპინძლებს — CNN
- მამა თეოდორე: გვესმის, რომ ქრისტე უნდათ და ეკლესია არა, ნუთუ ეს ჩემი ბრალი არ შეიძლება იყოს?
- მამა თეოდორე: გაუგებარია საუბარი მრევლის პასუხისმგებლობაზე, ის ემორჩილება ეკლესიას
- ბასილ კობახიძე დეკანოზ გიგნაძეზე: "შევზღუდოთ" და "გთხოვთ, სახლში დარჩით" არის აფერისტობა
- იერუსალიმში წმინდა ცეცხლის ცერემონიალი მომლოცველების გარეშე მიმდინარეობს — ფოტოები
- დავრჩით სახლში და ვნახეთ ხელისუფლების უუნარობა საპატრიარქოსთან — აქტივისტების Online აქცია
- ეპიდემიისას შეკრებილ მრევლს ეკლესია ეუბნება, რომ სიცოცხლე უფლის ხელშია — ეპისტოლე სრულად
დღის სასარგებლო ინფორმაცია
ქუთაისი. სასულიერო ლიტანიობის დროს მინიმალურ წესებსაც არ იცავენ.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები
-
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
ნახეთ წინა შეჯამებები:
- 17 აპრილის შეჯამება: სასულიერო პირები მანქანითა და პირბადის გარეშე, მრევლი — პირიქით
- მილიონობით უმუშევარი აშშ-ში და საქართველო ეპიდემიის პიკის ზღვარზე — 16 აპრილის შეჯამება
- მთავრობასთან შეთანხმებული სააღდგომო წირვა და 2 მილიონზე მეტი ინფიცირებული მსოფლიოში — 15 აპრილის შეჯამება
- ინფიცირებული სასულიერო პირი და გახანგრძლივებული საგანგებო მდგომარეობა — 14 აპრილის შეჯამება
- მთავრობის გადაწყვეტილების მოლოდინი და მოახლოებული აღდგომა — 13 აპრილის შეჯამება
- რომის პაპი მრევლის გარეშე და ილია მეორე ხალხმრავლობაში — 12 აპრილის შეჯამება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები