ყოველდღიური სიკვდილიანობის მაჩვენებლის კლება ევროპაში და სააღდგომო მზადება საქართველოში — 5 აპრილის შეჯამება
6 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 1 261 405;
- გარდაცვლილი — 68 475;
- გამოჯანმრთელებული — 260 294.
საქართველოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 174;
- გამოჯანმრთელებული — 36 ;
- გარდაცვლილი — 2;
- კარანტინის რეჟიმში — 5 010;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 350.
დღის ფაქტი
ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში სიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებელი შემცირდა
The Guardian-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების 525 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 19 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საფრანგეთში კი ამავე დროში 357 ადამიანი გარდაიცვალა, როცა გუშინ ეს ციფრი 441 იყო.
რაც შეეხება ესპანეთს, გარდაცვლილთა რიცხვი დღეს 674 იყო, რაც 26 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
დღის ფოტო
ბრიტანეთში იზოლაციაში მყოფი ქალი დედოფლის ერისადმი მიმართვას უსმენს
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში
ბორის ჯონსონი კლინიკაში გადაიყვანეს
საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი პრემიერს კლინიკაში გადასვლის რეკომენდაცია ექიმმა მისცა, რადგან ვირუსის დადასტურებიდან 10 დღის შემდეგ მას ისევ აქვს სიმპტომები, მათ შორის, მაღალი ტემპერატურა.
ამ დრომდე ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მოვალეობების შესრულებას აგრძელებდა.
რა ხდება მსოფლიოში:
- ჩინეთმა ინფიცირებულთა რაოდენობით ისევ უკან გადაინაცვლა და მეექვსე ადგილზეა. პირველი ხუთეულია: აშშ, ესპანეთი, იტალია, გერმანია და საფრანგეთი;
- დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ერისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ სირთულეებს აქამდეც უმკლავდებოდნენ, მაგრამ ახლა განსხვავებული სიტუაციაა, რადგან ამ პრობლემას მთელი მსოფლიო ერთად ებრძვის. მან იმედი გამოთქვა, რომ წლების შემდეგ ბრიტანელები იამაყებენ იმით, როგორ გაუმკლავდნენ ეპიდემიას;
- ნორვეგიიდან იტალიაში, კერძოდ ლომბარდიაში სამედიცინო პერსონალი და ტექნიკური აღჭურვილობა გაგზავნეს;
- ამერიკის სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა რთული კვირისთვის უნდა მოემზადოს;
- ინდოეთში მჭიდროდ დასახლებულ ღარიბულ უბანში კორონავირუსის 5 შემთხვევა დადასტურდა;
- მალტაში მიგრანტების ბანაკში კარანტინი გამოცხადდა;
- აშშ-ში ლუიზიანას შტატში ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება, გუბერნატორი კი სასუნთქი აპარატების დეფიციტს კვირის ბოლოს ელის;
- აშშ-ში არიზონას შტატში პოლიციამ დააკავა საავადმყოფოს თანამშრომელი, რომელიც დამცავ მოწყობილობებს იპარავდა;
- ირანში სიკვდილიანობის რიცხვი იზრდება, თუმცა მთავრობა გეგმავსშეზღუდვები შეარბილოს;
- ერთ დღეში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსისგან 621 ადამიანი გარდაიცვალა;
- რუსეთის მთავრობის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 658 შემთხვევა დაფიქსირდა;
- აშშ-ში პენტაგონის თანამშრომლები დაავალდებულეს, ორშაბათიდან პირბადით იარონ;
- კომპანია ფორდი ყოველ 10 წამში 1 დამცავ ფარს ამზადებს;
- პინკი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაში
კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, გარდაცვლილია ქალი, რომელიც თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან 3 აპრილს გადაიყვანეს. მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა მიმღებშივე შეფასდა კრიტიკულად და სიცოცხლესთან შეუთავსებლად.
რატიანის განმარტებით, პაციენტს ჰქონდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი. მისივ თქმით, ქალს გადატანილი ჰქონდა ინფაქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა და ნებისმიერ დაავადებას შეეძლო ლეტალური შედეგი გამოეწვია.
რა ხდება საქართველოში
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 174-მდე გაიზარდა. სამწუხაროდ, გარდაიცვალა კიდევ ერთი ინფიცირებული, სულ გარდაცვლილია 2. ვირუსისგან გამოჯანმრთელებულია 36 ადამიანი.
ინფექციური საავადმყოფოსა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორების განცხადებით, მათ კლინიკებში მყოფი არასრულწლოვნები და ორსულები სტაბილურად არიან. კლინიკებში რჩება რამდენიმე მძიმე პაციენტიც.
დღეს ისევ აქტუალური იყო უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების საკითხი. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინული კომპანია მზად არის 6, 7, 8 და 9 აპრილს ავიარეისები შეასრულოს თბილისისკენ, თუმცა ამისთვის მთავრობის თანხმობაა საჭირო.
გარდა ამისა, დღეს ცნობილი გახდა, რომ სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა ექიმს, რომელიც საჩხერის მერის ცოლია. მერი, თვითიზოლაციაში იმყოფება.
აქტუალობა არ დაუკარგავს სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებისა და კომენდანტის საათის გათვალისწინების საკითხს. მაშინ, როცა სამთავრობო გუნდი აცხადებს, რომ არც თავად დაესწრება ლიტურგიას და მოქალაქეებსაც სახლში დარჩენას ურჩევს, საპატრიარქოს საბოლოო გადაწყვეტილება ისევ უცნობია. მრევლის ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეკლესიაში საფრთხე არ ემუქრება და იქ ვირუსით არ დაინფიცირდება.
სასულიერო პირებს ამ საკითხზე სხვადასხვა პოზიცია აქვთ:
- არ შეიძლება, მღვდელი მარტო დავრჩე საკურთხეველში და აღდგომა დღეს სკაიპით გვიყუროს მრევლმა — შალვა კეკელია
- მეუფე გრიგოლი სააღდგომო ლიტურგიაზე: შეიძლება, მონასტერში ჩატარდეს ღამისთევით და სხვაგან — დილით
- კომენდანტის საათის დროს მორწმუნე უნდა იყოს სახლში, სააღდგომოდ სიტუაციის განმუხტვას ველით — ჯაღმაიძე
- აბა, წარმოიდგინეთ გამოკეტილი ეკლესია, ტაძარი მხოლოდ ლიტანიობისას ცარიელდება — მეუფე დავითი წირვის ეზოში ჩატარებაზე
- მეუფე დავითი: ვიღაცა ამბობს, ეზიარებით და შეიძლება, ამით საფრთხეს ქმნით — არ დაიჯეროთ!
სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:
- 4-5 აპრილს 113 მოქალაქე ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის, 90 პირი კი მგზავრთა გადაყვანისთვის დააჯარიმეს
- 1 მოქალაქის 3 დარღვევა: შეჯახება ნასვამ მდგომარეობაში, კომენდანტის საათის დარღვევა და პოლიციელის შეურაცხყოფა
- ფოთის აგრარულ ბაზარში დეზინფექციისთვის ფულს აუთოებენ
დღის ფრაზა: ნუ დადიხართ ასე, ნუ ეხუტებით ერთმანეთს
ლევან რატიანმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას სოციალური დიტანციის მნიშვნელობა:
"არავინ არ ვიცით ამ ვირუსის სტრატეგია, სამწუხაროდ, სამყაროს არცერთმა ექიმმა და მათ შორის არც მე.
პირადად თქვენ მოგიწოდებთ [ჟურანლისტებს], რომ ნუ დადიხართ ასე და ნუ ეხუტებით ერთმანეთს. დავცილდეთ ერთმანეთს რა, არამარტო თქვენ, არამედ ყველა".
ამბავი, რომელმაც გაგვაღიმა
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები კამერის გამოჩენამ გაახალისა და შესვენების დრო "პოზირებისთვის" გამოიყენეს. ვიდეო მთავარმა არხმა გაავრცელა.
დღის სასარგებლო ინფორმაცია
ფოტო: Scener
თუ კარანტინში ყოფნისას მარტოობა იმდენად მოგბეზრდათ, რომ ფილმების ყურებაც ვერ გართობთ, ჩვენ შეგვიძლია წესების დარღვევეის გარეშე გაპოვნინოთ გახალისების გზა. გარკვეული ვებ-გვერდებისა და აპლიკაციების საშუალებით, სოციალური დისტანციის დაცვით, შესაძლებელია ციფრული კინოჩვენების ორგანიზება.
გაიგეთ მეტი: როგორ ვუყუროთ დისტანციურად ფილმებს მეგობრებთან ერთად
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები:
-
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
ნახეთ წინა შეჯამებები:
- პირველი გარდაცვლილი საქართველოში და 60 000-ზე მეტი მსოფლიოში — 4 აპრილის შეჯამება;
- 900 ათასზე მეტი ინფიცირებული და 2-მილიარდიანი დახმარება ეკონომიკას — 1-ლი აპრილის შეჯამება;
- მილიონი ინფიცირებული მსოფლიოში და შეზღუდული ბიზნესი საქართველოში — 2 აპრილის შეჯამება;
- 155 ინფიცირებული საქართველოში და მოახლოებული კრიზისული ფაზა — 3 აპრილის შეჯამება;
- კომენდანტის საათი საქართველოში და აშშ-ში მოხსნილი რეკორდები — 31 მარტის შეჯამება;
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები