თბილისის საქალაქო სასამართლოში შესვლამდე მოქალაქეებს ტემპერატურას შეუმოწმებენ
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლო შეზღუდვებს აწესებს. შესაბამისი ბრძანება საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ გამოსცა.
როგორც ბრძანებაში წერია, საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიებმა უნდა უზრუნველყონ საქმეების განხილვის გადადება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საქმეთა განხილვის ვადების გათვალისწინებით, გარდა შემჭიდროვებულ ვადებში განსახილველი საქმეებისა.
ასევე, ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა უნდა მოხდეს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ვადებში და დისტანციურად უნდა მოხდეს პროცესის მონაწილეების სასამართლო განხილვაში მონაწილეობა; შეიზღუდოს სხდომაზე დამსწრე პირთა მათ შორის მასმედიის წარმომადგენლების დასწრება.
ამავე ბრძანებით, მანდატურის სამსახურმა უნდა უზრუნველყოს ნაკადის მართვა, არამიზნობრივი გადაადგილების შეზღუდვა, მათ შორის სასადილოთი სარგებლობის შეზღუდვა.
ასევე, სასამართლოს შენობაში მოქალაქეებს შესვლისას შესაბამისი მოწყობილობით ტემპერატურას შეუმოწმებენ. ასევე, მანდატურის სამსახურმა უნდა უზრუნველყოს სასამართლოს მომსახურების ცენტრებში მოქალაქეების 20-მდე შეზღუდვა.
საქალაქო სასამართლოს ბრძანებით, სარჩელების და დოკუმენტაციის მიღება მომსახურების ცენტრებში უნდა მოხდეს სპეციალური ყუთების საშუალებით და მოქალაქეებს შეუძლიათ, ისარგებლონ დისტანციური ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
ამავე ბრძანებით, მოქალაქეს ეკრძალება სასამართლოში გამოცხადება, თუ მას აღენიშნება გრიპის სიმპტომები. შეზღუდვები ეხება სასამართლოში დასაქმებულ პირებსაც.
როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ, სასამართლოში დასაქმებულ პირს ეკრძალება ათი დღის განმავლობაში სამსახურში გამოცხადება, თუ ის იმყოფებოდა პირველი მარტის შემდეგ საზღვარგარეთ ან კორონავირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნის მოქალაქესთან ჰქონდა კონტაქტი ან კონტაქტი ქონდა იმ პირთან, ვისაც დაუდასტურდა კორონავირუსი. ამ პირმა ათი დღე თვითიზოლაციაში უნდა გაატაროს.
ასევე, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის სასამართლოში დასაქმებული ის პირი, რომელიც არის ორსული, ქრონიკული დაავადებების მქონე ან 60 წელზე მეტი ასაკის. დისტანციურ რეჟიმზე გადავა ის პირიც, რომელსაც ჰყავს სკოლამდელი ან სასკოლო დაწყებითი კლასების მოსწავლე შვილი.
ამავე ბრძანებით, მოსამართლეთა თვითიზოლაციაში ყოფნა ჩაითვლება კანონით დადგენილ განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, შეიზღუდება სასამართლოში დაგეგმილი საჯარო ღონისძიებები სასწავლო ვიზიტები.
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვათბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას თბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
კომენტარები