ისტორიაში პირველად საქართველო უარყოფით კონტექსტში განიხილება — მორიგი კრიტიკული წერილი კონგრესმენისგან
ქართულ ოცნებას კრიტიკულ წერილს კიდევ ერთი კონგრესმენი უგზავნის. კონგრესმენი ბრაიან ბაბინი წეს, რომ იზიარებს კოლეგების მოსაზრებას საქართველოში დემოკრატიის კუთხით არსებულ პრობლემებზე და აქტივისტებზე ძალადობაზე.
ასევე, შემაშფოთებლად მიიჩნევს ფეისბუქის მიერ ოცნებასთან დაკავშირებული გვერდების დაბლოკვას, რომელიც ანტიდასავლურ განწყობებს აძლიერებდა. კონგრესმენი აცხადებს, რომ მიმდინარე უარყოფითმა ტენდენციებმა საქართველოში უცხოური ინვესტიციების კლება გამოიწვია, რადგან აშშ-სა და ევროპის ინტერესები შეტევის ობიექტი გახდა. მაგალითად მას კომპანია ფრონტერა მოყავს.
კონგრესმენი აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ აქტზე საუბრობს და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მნიშვნელოვანი ნაწილი ამ აქტისა საქართველოში დემოკრატიული ღირებულების, სამოქალაქო სექტორის გამჭვირვალობის, სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობაა. მისი თქმით, სწორედ ამ ჩანაწერის სულისკვეთების გამო შეშფოთდნენ კონგრესმენები.
ის აღნიშნავს, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველო და ქვეყნისთვის გაწეული რესურსები საფრთხილო და ნეგატიურ კონტექსტში განიხილება. მისი თქმით, სწორედ ამ გაუარესებადი მდგომარეობის გამო აშშ-ს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ორ დოკუმენტს, რომელიც ეხება საქართველოს მთავრობის მზარდ ანტაგონისტური ქმედებებს დემოკრატიული პრინციპების, თავისუფალი ბაზრისა და აშშ-ს ბიზნეს ინტერესების მიმართ.
"ზემოთ აღწერილი იმ უარყოფითი ტენდენციისა და მისი შეჩერების წახალისების მცდელობით, უფრო და უფრო ხშირად ჩნდება მოწოდებები სანქციებისა და ჯარიმების კუთხით. მე შევუერთდი რეფორმების მომთხოვნ კონგრესმენთა ამ მზარდ სიას და ვარ თანასპონსორი საქართველოს სამართლიანი ბიზნეს პრაქტიკების სანქციის აქტის, რომელიც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ წარგვიდგინა", — წერს კონგრესმენი.
წერილის ბოლოს კონგრესმენი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შრის სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ დიდი ხანი გაგრძელდება.
გარდა ბაბინისა გავრცელდა კიდევ ერთი კონგრესმენის, პეტ ოლსონის კრიტიკა. მან ტვიტერის გვერდზე გადააზიარა კონგრესმენ ადამ კინზინგერის წერილი გიორგი გახარიასადმი და განაცხადა, რომ კორუმპირებული საქართველოს მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებს.
ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს რამდენიმე კრიტიკული წერილი მისწერეს, რომელშიც სხვადასხვა საკითხს ეხმიანებიან, მათ შორის ანაკლიის პორტს, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებსა და არჩევნებს.
კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ პირველი წერილის შემდეგ გახარიასგან მიიღეს პირობა არჩევნები უმაღლესი სტანდარტით ჩატარების შესახებ. თუმცა მათი თქმით, აქვთ ინფორმაცია იმაზე, რომ ფეისბუქმა წაშალა ანგარიშები, რომელსაც მმართველი გუნდი აფინანსებდა. კონგრესმენებს მიუღებლად მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ ამ გვერდებზე ვრცელდებოდა ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური განცხადებები.
კონგრესმენები აცხადებენ, რომ ამერიკულ და ევროპულ კომპანიებს საქართველოში ავიწროებენ, რაც აშშ-ში საქართველოს იმიჯზე უარყოფითად აისახება. ამასთან დაკავშირებით, ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ ანაკლიის პორტის საკითხის პოლიტიზების გამო. მათი თქმით, აშშ-ს მხარდაჭერის მქონე ანაკლიის კონსორციუმის პოლიტიკურ სამიზნედ ქცევამ აშშ-ს ინვესტიციებს შეუშალა ხელი.
კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამოც, რომ განახლდა ძველი საქმეები ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ.
კიდევ ერთი კონგრესმენი, რომელმაც გახარიას 13 იანვრით დათარიღებული წერილი გამოუგზავნა რესპუბლიკელი მარკვეინ მალინია. მალენიც დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო თავის შეშფოთებას გამოხატავდა. ასევე, დაპირებული რეფორმის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მისი კოლეგებს აზრს იზიარებდა.
მმართველ გუნდის წევრებმა კონგრესმენების კრიტიკა მიკერძოებულობას დააბრალეს და განაცხადეს, რომ ისინი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებს ეყრდნობიან.
გაიგეთ მეტი:
- მიკერძოებულია და კონკრეტული კომპანიის ინტერესს უკავშირდება — ვოლსკი კონგრესმენის წერილზე
- პოლიტიკოსი ამერიკაში იქნება თუ ევროპაში, სანამ რამეს განაცხადებს, უნდა დაფიქრდეს — გაჩეჩილაძე კონგრესმენ მალენზე
- ამერიკელი კონგრესემენების ყველა კითხვას გავცემთ პასუხს — დავით ზალკალიანი
- კიზინგერი თვითონ არის მაჟორიტარი — ხუნდაძე ამერიკელ კონგრესმენზე
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
კომენტარები