მულანის ფილმში ანიმაციიდან ცნობილი სიმღერები არ მოხვდება
როგორც უკვე ვიცით, დისნეი წელს კიდევ ერთი საკულტო ანიმაციის, მულანის რიმეიქს გამოუშვებს, რომელიც 2020 წლის უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენა იქნება.
საოცრად საინტერესო სიუჟეტებისა და შთამბეჭდავი ვიზუალური დეტალების გვერდით დისნეის ანიმაციების ხსენებისას ერთგულ მაყურებლებს მაშინვე ახსენდებათ მუსიკალური ნომრები, რომელიც ყოველ ანიმაციას განსაკუთრებულ ხიბლს მატებს.
ამ მხრივ გამონაკლისი არც მულანია და 1998 წელს შექმნილი ანიმაციიდან არაერთი მუსიკალური ეპიზოდი გვახსოვს, თუმცა ამ მხრივ, როგორც ჩანს, მომავალ ფილმში სიურპრიზებს უნდა ველოდოთ.
ცოტა ხნის წინ ფილმის რეჟისორმა, ნიკი კარომ საჯარო შეხვედრისას თავისი ნამუშევრის შესახებ ისაუბრა და მათ შორის ერთი უჩვეულო დეტალიც გაამხილა: ანიმაციიდან ყველასთვის კარგად ნაცნობი სიმღერის სცენები ახალ ფილმში არ იქნება.
"ანიმაციის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რადგან მისი სიმღერები მართლაც შთამბეჭდავია და რომ შემეძლოს, მათ ფილმშიც გამოვიყენებდი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მუსიკას მთლიანად უგულებელვყოფთ, პირიქით — ანიმაციისთვის დამახასიათებელ მოლიდიურობას ძალიან საპატიო და მნიშვნელოვანი გზით გამოვიყენებთ, ამჟამად მხოლოდ ამის თქმა შემიძლია", — განაცხადა რეჟისორმა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალ ფილმში ფანების ისეთ საყვარელ სიმღერებს, როგორებიცაა I'll Make a Man Out of You და Reflection, ჩვენთვის კარგად ნაცნობი პერსონაჟები აღარ შეასრულებენ.
ცნობილ სიმღერებთან ერთად მულანის რიმეიქში ასევე ვერ ვიხილავთ ყველასთვის საყვარელ ანიმაციურ პერსონაჟს, დრაკონ მუშუს.
ამ ყველაფრის მიუხედავად, აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრი დეტალი ანიმაციიდან იდენტურად იქნება გაცოცხლებული ფილმში.
შესაბამისად, ისღა დაგვრჩენია, მოუთმენლად დაველოდოთ ფილმის პრემიერის თარიღს - 27 მარტს და ისე შევაფასოთ დისნეის ახალი ამბიციური პროექტი.
ასევე იხილეთ:
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
კომენტარები