შალვა თადუმაძე

23 Jul. 2019, 13:33

არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ [მოსამართლეები] ადრე იყვნენ ცუდები და ახლა გახდნენ კარგები. კანონმდებლობაც, სისტემაც და ხელისუფლებაც და არა პერსონიფიცირებულად მოსამართლეები, არ იყვნენ დემოკრატიული ღირებულებების მატარებლები, სისტემაზე მაქვს საუბარი. იღებდნენ იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც იღებდნენ, რომელსაც შეიძლება მე არ ვეთანხმებოდი. რომელი გადაწყვეტილებაც არ მომწონდა, არ ვეთანხმებოდი, ვასაჩივრებდი და ვითხოვდი ის გადაწყვეტილება გაუქმებულიყო. გააუქმებდნენ თუ არა ეს მეორე საკითხი იყო... 

მოსამართლეზე როგორ ვთქვა, რომ ცუდი იყო... მოსაზრებას, რომ მოსამართლე ცუდი იყო და ახლა კარგი გახდა არ ვეთანხმები. სისტემა იყო ცუდი, ვეთანხმები ამ მოსაზრებას, მათ შორის სასამართლო ხელისუფლებაც იყო ცუდი. მაგრამ ამ სიცუდის გარანტი იყო ის კანონმდებლობა, რომელიც ამის შესაძლებლობას იძლეოდა.

ამის შესახებ უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვაზე პასუხის გაცემის დროს ისაუბრა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  3. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  4. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  5. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ