ამირან გამყრელიძე: იანვრის პირველ კვირაში გრიპის შემთხვევების კლების დინამიკაა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იანვრის პირველ კვირაში გრიპის შემთხვევების კლების დინამიკაა. თუ დეკემბრის ბოლო კვირაში გრიპით ავადობის მაჩვენებელი 277 იყო ყოველ 1 000 მოსახლეზე, იანვრის პირველ კვირაში ეს მაჩვენებელი 256-ია.
ამირან გამყრელიძის თქმით, ასევე კლების დინამიკაა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაშიც. დეკემბრის ბოლო კვირას გრიპის ვირუსით დაავადებულების 41,6 პროცენტმა მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, იანვრის პირველ კვირას კი ეს მაჩვენებელი 33 პროცენტზე ჩამოვიდა.
"ჩვენდა სამწუხაროდ, მოსახლეობას გრიპი მიაჩნია გაციებად. გრიპი სახუმარო დაავადება არ არის. დიახ, გრიპი 70-80 პროცენტში მთავრდება სრული გამოჯანმრთელებით 20-30 პროცენტში კი იწვევს სერიოზულ გართულებებს, სამწუხაროდ ფატალურსაც", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში.
საერთაშორისო სტატისტიკით, წლის განმავლობაში გრიპის გამო 250 000-დან 600 000-მდე ადამიანი იღუპება.
"მძიმე შემთხვევების ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ სამედიცინო დაწესებულებებსა და ექიმისადნი გვიან მიმართა და ანტივირუსული მკურნალობის გვიანი დაწყება", — აცხადებს გამყრელიძე.
მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს განათლების სამინისტროსთან კომუნიკაცია აქვს და ავადობის მაჩვენებელზე დაკვირვების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, გახანგრძლივდება თუ არა ზამთრის არდადეგები სკოლებში.
ბოლო მონაცემებით, H1N1 ვირუსით, იგივე ღორის გრიპით 10 ადამიანი გარდაიცვალა. გაზრდილი მოთხოვნის გამო ანტივირუსულ პრეპარატ ტამიფლუს დეფიციტი შეიქმნა. ჯანდაცვის სამინისტრომ აფთიაქებს მედიკამენტის დამატებითი მარაგი გადასცა. ტამიფლუ ოთხ სააფთიაქო ქსელში გაიყიდება: PSP, ავერსი, GPS და ფარმადეპო.
პრეპარატს უფასოდ მიიღებენ ორსულები, სოციალურად დაუცველები, ბავშვები, ასაკით პენსიონერები, გულსისხლძარღვთა, დიაბეტით, ონკოლოგიური და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე მოქალაქეები. პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა, ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალურ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და წარადგინონ ექიმის დანიშნულება (ფორმა 100).
კონკრეტულად აფთიაქის რომელ ფილიალებში იყიდება პრეპარატი, მოქალაქეებმა ჯანდაცვის სამინისტროს (1505) ან აფთიაქის ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ:
- PSP — (032) 2 40 20 20;
- ავერსი — (032) 2 90 08 00;
- GPS — (032) 271 0707;
- ფარმადეპო — (032) 2 40 00 04
რეკომენდაციები გრიპთან საბრძოლველად წაიკითხეთ აქ.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
კომენტარები